"სილქნეტი" თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის პარტნიორი გახდა

AutoSharing Option
"სილქნეტი" თბილისის "ლოკომოტივის" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გენერალური სპონსორი გახდა. პრეზენტაციას "რედისონმა" უმასპინძლა, სადაც ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

ამიერიდან "სილქნეტი" აკადემიის განვითარებაზე იზრუნებს.

"ლოკომოტივის" აკადემიას ექნება შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ისეთი მასშტაბის მქონე კომპანიასთან, როგორიც "სილქნეტია". გვჯერა, რომ ახალგაზრდულ საფეხბურთო სექტორში მათი ჩართვა იქნება უნიკალური პრეცედენტი და ამასთანავე, მოტივაცია სხვა კომპანიებისთვის, რომ აიღონ მაგალითი და მხარი დაუჭირონ ქართულ ფეხბურთში არსებულ პერსპექტივას. ერთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი" - განაცხადა საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა.

"სილქნეტის" მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კომპანიის
კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ.

"კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი. მრავალი წელია "სილქნეტი" სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. დღეიდან უკვე ჩვენს წვლილს შევიტანთ საფეხბურთო სპორტის განვითარებაში. მიგვაჩნია, რომ ამ თანამშრომლობით დავგეგმავთ ერთობლივ აქტივობებს, უზრუნველვყოფთ აკადემიას საჭირო როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური რესურსებით" - განაცხადა "სილქნეტის" კომერციულმა დირექტორმა.

Sportall.Ge

"ლოკომოტივის" ბაზას აქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სამი მოედნიდან ერთ-ერთი ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ბაზასთან არსებული ბავშვთა საფეხბურთო აკადემია 12 ასაკობრივ გუნდსა და 300-მდე ფეხბურთელს აერთიანებს, რომლებიც თბილისისა და საგურამოს მოედნებზე გადიან წვრთნებს.

გენერალური სპონსორის, "სილქნეტის" მხარდაჭერით, აკადემია შეიძენს საჭირო ინვენტარს, ასევე, წლის განმავლობაში დაგეგმავს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობას აკადემიის მოსწავლეთათვის.

ახლო მომავალში აკადემია გახდება გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის სახელობის. ეს იქნება ერთგვარი სიმბოლური მოტივატორი იმისა, რომ დავით ყიფიანის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია არაერთ სახელოვან ფეხბურთელს აღუზრდის ქვეყანას.

®
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო და იმიტოა დღეს რო გამოგვიცხადეს სილქნეტში ხარჯები გაიზარდა და 50% ფასდაკლება რომ გაქვს თანამშრომლებს 30-ს დასჯერდითო. მაშინ ის მაინც თქვით სპომსორები ჩვენი თანამშრომლები არიან და არა ჩვენო
mdaaa
19:09 27-02-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული