საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანს დაუზავდა

AutoSharing Option
სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დღეს, საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ, 0-0 ითამაშა.

ლევან ბაჯელიძე: „დღევანდელ შეხვედრაში ფრე იყო ლოგიკური შედეგი. ელიტ-რაუნდში გამგზავრებამდე, ერთის მხრივ, ეს არ არის ცუდი, რადგან გუნდს მეტი მოტივაცია ექენება და გოგონები მოგებისთვის განეწყობიან. პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ველოდით. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გუნდმა ბევრად უკეთ ჩაატარა და გვაჩვენა ის, რასაც ჩვენ მათგან ვითოხვთ. საერთო ჯამში, კარგი სპარინგი გამოვიდა“.

მიუხედავად ორი განსხვავებული ტაიმისა, თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, რეალური
სახიფათო მომენტები მეორე ტაიმში, სტუმართა კართან რამდენჯერმე შეიქმნა. ჯერ იყო და მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა, ბურთის კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა შეცვლაზე შემოსულმა მარიამ რომანჩუკმა, ხოლო შემდეგ, გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა ანასტასია ბოლქვაძეს.

საქართველო- აზერბაიჯანი 0-0
სფფ ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველოს 17 წლამდე ქალთა ნაკრების შემადგენლობა: სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (მეგი გოცირიძე 51), ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი (ელენე კახნიაშვილი 57), ანასტასია ბოლქვაძე, ანა წულაია, ნათელა წოწერია (მარიამ რომანჩუკი 66)

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯლიძე

აზერბაიჯანის 17 წლამდე ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნარგიზა ალიევა, ალინა ნაუმადოვა, ფარვინ საფაროლიევა, აისუნ მურადოვა, ლამია ალიზადე, მილანა რაჰიმოვა, ნისრინა ჯერიოლი, ლამანა მუსტაფაზადა (ლეილა აგაევა 75), ნიგერ მირზალიევა, (რუბაბა ალაქიშქადა 64), ნესუჰან ბოზქაგი, ჯოშქუნა ალიევა

მთავარი მწვრთნელი: ზამირ ჰასანოვი

მსაჯები: ბორის გლუშუკი, ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი, მამუკა სადილიანი (ყველა საქართველო)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით