ზუკა დავითაშვილს "ლოკომოტივმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ზუკა დავითაშვილი თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რკინიგზულმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა.

"ზუკა დავითაშვილი "ლოკომოტივში" დაბრუნდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დავითაშვილი "ლოკომოტივს" 2018 წელს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. 2018 წლის სეზონში მან 19 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დავითაშვილი 2019 წლის დასაწყისში ყაზანის "რუბინში" ისინჯებოდა, გუნდთან ერთად შეკრებაც გაიარა და მთავარი მწვრთნელის ყურბან ბერდიევის სიმპატიაც დაიმსახურა, თუმცა მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და ზუკა საქართველოში დაბრუნდა".

დავითაშვილმა Sportall.ge-ს განუცხადა,
რომ მისი სამსახურით "გენტია" დაინტერესებული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


სიახლეები პოპულარული