დღეს კახა კალაძის მონაწილეობით "ლივერპულისა" და "მილანის" ლეგენდების მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 23 მარტს ჩვენი დროით 17:30 საათზე ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების "ლივერპულისა" და "მილანის" ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება, სადაც თბილისის მერი და "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე ითამაშებს.

კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალიან სასიამოვნოა იმავე გრძნობის განცდა, რასაც წლების წინ საპასუხისმგებლო თამაშების წინ განიცდიდა.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე.

ჩემს კარიერას "მილანში" წარმატებულს დავარქმევდი.
რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით.

ეს შეხვედრა ზუსტად "ლივერპულთან" იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იმავე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

გუნდების სრული განაცხადები კი ასე გამოიყურება:

მილანი: აბიატი, ამბროზინი, ბონერა, ბორიელო, კაფუ, კარბონე, კოსტაკურტა, დიდა, ფავალი, ფიორი, გატუზო, ჯილარდინო, ინძაგი, კაკა, იანკულოვსკი, კალაძე, მალდინი, ნესტა, ოდო, პანკარო, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო, სიმიჩი, სტამი, სტორარი.

ლივერპული: იერჟი დუდეკი, სენდერ ვესტერველდი, დენიელ აგერი, ჯემი კარაგერი, სამი ჰიიპია, გლენ ჯონსონი, ალან კენედი, ბიორნ ტორ კიარმი, ჯეისონ მაკატირი, ჯიმი ტრაორე, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ლუის გარსია, სტივ მაკმანამანი, ვლადიმირ სმიცერი, ჯონ ოლდრაიჯი, ჯიბრილ სისე, რობი ფაულერი, დირკ კიუტი, მაიკლ ოუენი, იან რაში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კალაძე საზღვარგარეთ დაყიალობს და ვახუშტის ხიდი სამი თვეა რემონტზეა დაკეტილი, სულ ოთხი მუშა მუშაობს საღამოს 6 საათამდე.
Status quo
23 მარტი 2019 20:52
4
მთელი ქალაქი გადათხრილია და პატრონი არ ყავს. პირდაპირ ვიტყვი და არ დამიბლოკოთ, კახა შენ ყველაფერი წყალში ჩაყარე რასაც ცხოვრებაში მიაღწიე, ეხლა ერთერთი არაფრის მთქმელი ადამიანი ხარ, შენს გვერდში მდგომებთან ერთად, და ისტორია შენზე არაფერს შეინახავს.
23 მარტი 2019 21:10
1
ჯერარდის გარეშე
ბადრი
23 მარტი 2019 16:23
2
ჯერარდის გარეშე
ბადრი
23 მარტი 2019 16:22
1
Es shemetene esemesebi gulis amrevia ukve elisashvils sheedaret adamianobit kide raa
Ali
23 მარტი 2019 15:42
4
ჭორიკანობა და დილეტანტ-პოპულისტება ვისაც გინდათ, ისინი შეედარეთ... ელისო ალექსანდროვნას.
tngh
23 მარტი 2019 16:54
1
ეტყობა ჯერ არ იციან ეს ამბავი ელისაშვილმა, ხაბეიშვილმა... მათმა მსგავსებმა!!! გაიგებენ, გაარკვევენ თუ რა დაუჯდა ბიუჯეტს ეს ამბავი და საგანგებო ბრიფინგსაც გამართავენ!!! კახას კი წარმატებები, ჩემგან და ჩემის მსგავსებიდან.
tngh
23 მარტი 2019 14:58
15
ცოტა ვაზელინიც მიასჰველე....
giorgi
23 მარტი 2019 16:32
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული