ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს

AutoSharing Option
"ჩვენი მიზანია, ბათუმის ახალ სტადიონზე არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები გაიმართოს, არამედ სანაკრებო თამაშები ჩატარდეს და უეფას ევროპის სუპერთასის მატჩისთვის ჩვენი კანდიდატურა შევთავაზოთ. ამის საფუძველს და იმედს სტადიონის ტევადობა და ტექნიკური მაჩვენებლები გვაძლევს", -  განაცხადა "პირველ არხთან" მირზა ბოლქვაძემ, რომელიც სტადიონის მშენებელი კომპანიის, შპს "სტადიონის" მთავარი ინჟინერია.

მისი თქმით, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის მშენებლობა მაქსიმუმ 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

"სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია. დაგეგმილ გრაფიკს საკმაოდ ვუსწრებთ. ობიექტი 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩაგვებარებინა, თუმცა ახლანდელი გათვლით, შესაძლოა, სტადიონი 2019 წლის
ოქტომბერში ან მაქსიმუმ 2020 წლის თებერვალში გაიხსნას", - განაცხადა მირზა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ ასეთი აჩქარება?სადაც ჩქარობენ,იქ ხარისხის პრობლემებიც იქმნება,სიმართლე გითხრათ,დიდი იმედი არა მაქვს,რომ ხარისხზე ყოველდღიური და მკაცრი კონტროლი ხორციელდება.ეს კი მომავალში დამატებით ხარჯებს გამოიწვევს და კიდევ უფრო არარენტაბელურს გახდის ნაგებობას.კარგი იქნებოდა,თავის დროზე აკუსტიკური ფაქტორებიც გაეთვალისწინებინათ პროექტში(ამის შესახებ არაფერი თქმულა და დაწერილა),მაშინ აქ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებაც გახდებოდა შესაძლებელი და ესეც გაზრდიდა გამოყენების კოეფიციენტს,თუმცა ბლექსი არენაც დაუტვირთავი ცდება.
სოსო
05 აპრილი 2019 16:19
12
ზუგდიდში როდის დაიწყეს და უნიათობის გამო რა გაკეთეს................................................................. ვულოცავ ბათუმს კოლხეთს ამ დიდ არენას
ბაჩო
05 აპრილი 2019 14:05
3
სახელმწიფო არ უნდა აშენებდეს სტადიონებს!!!!!! არ ჭრდება ქვეყანას ამდენი სტადიონი უაზრო გაბერილი შტატები, რომელიც ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსდება, როგორც ბიზნესი უაზრობა ქვეყნისთვის ზარალია იმდენი ხარჯი ექნება ყოველ თვიურად, !!!!უაზრობა ასეთი გადაწყვეტილება როცა ბათუმში უამრავი პრობლემა და 150 მილიონი სადიონზე იხარჯება. საერთოდ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს საფეხბურთო კლუბები.... კერძო მესკუთრის უნდა იყოს და არა მერის და მუნიციპალიტეტების....ასეთ უაზრობა მხლოდა საქართველოში შეილება იყოს და ხალხს უხაროდეს რო სტადიონი გვაქვს.....
ლევან
05 აპრილი 2019 13:48
24
ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ როგორც აშენდა ზუგდიდის და ფოთის სტადიონები, ამის მერე როგორ მქონდეს იმის იმედი რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას არანაირი დარღვევა არ არის და ისეთივე კატასტროფული არ იქნება როგორიცაა ზუგდიდის და ფოთის სტადიონები.
ოპტიმიზმი VS პესიმიზმი
05 აპრილი 2019 13:04
4
მხოლოდ მშენებელი კომპანიების შედარება, ვინც აშენებდა ფოთში ზუგდიდში, კომპანიასთან რომელიც აშენებს ბათუმში, ოპტიმიზმი მეტი უნდა მოგვცეს ვიდრე პესიმიზმი..
ოპტიმიზმი
06 აპრილი 2019 16:42
0
ყოჩაღ რა,მაგარია,ასე ჩანს,ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქით და იმსახურებს მაღალი დონის სტადიონს.გილოცავთ ბათუმი!!!
თაზო
05 აპრილი 2019 12:29
0
მსგავსი და უკეთესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონები კიდევ უნდა აშენდეს და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, რათა განვითარდეს ფეხბურთი, რაც შემდეგ შედეგებზეც აისახება.
ლაშა
05 აპრილი 2019 12:20
0
გეთანხმებით უნდა აშენდეს სტადიონები და განვითარდეს ქართლი ფეხბურთი, მაგარამ არა სახლემწიფოს და ხახლის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე. ამას უნდა აკეთებდეს ბიზნესი და არა სახელწიფო. როგორ შეიძლება საფეხბურთ კლუბები ფინანსდებიდეს ბიუჯეტიდან და სტადიონები ქვეყნის მაშტაბით 90% ალბათ სახელმწიფო საკუთრება და უაზროდ იხარჯება ფული ხელფასებში და ა.შ. 150 მილიონი სატადიონი არ ჭირდება ბათუმს რომელსაც ჩვენი ფულით აშენებენ და ყველ წლიურად მილიონები მის შენახვას დაჭირდება.... სადა არის ლოგიქა გქონდეს სტადიონი რომელსაც შეოსავალი არ აქვს.... ეს არის უაზრობა ... და მხლოდ საქართველოში შეიძლება მოხვდეს...
ლევან
05 აპრილი 2019 14:04
20
ერთი რამ - დაჩქარებულმა მშენებლობამ სტადიონის სამშენებლო პარამეტრების ხარისხზე არ მოახდინოს გავლენა. სხვა მხრივ, მისასალმებელია.
მერაბი
05 აპრილი 2019 11:36
0

სიახლეები პოპულარული