"ინდივიდუალური ბრწყინვალება" - ქინქლაძე ანრისა და აზართან ერთად პრემიერლიგის ვიდეოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის Facebook-გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც 10 სხვადასხვა ფეხბურთელის ინდივიდუალური თამაშის შედეგად გატანილი გოლებია ასახული.

ვიდეოში ტიერი ანრისა და ედენ აზართან ერთად, "მანჩესტერ სიტის" ლეგენდა გიორგი ქინქლაძეც გვხვდება, რომელმაც "საუთჰემპტონის" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ჩვენ გვიყვარს ინდივიდუალური ბრწყინვალება"  - ასე ასათაურებს პრემიერლიგის გვერდი ვიდეოს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პროფესორებს - ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება (იგივე ინგლისში), როდესაც ამა თუ იმ ფეხბურთელმა გაანიავა თავისი ნიჭი, ან ვერ მოიხვეჭა ტიტულები, მაგრამ მაინც ლეგენდებად დარჩნენ. სხვა რამეზე კეთდება აქ აქცენტი. რომის პაპზე უფრო კათოლიკები ნუ ვიქნებით, ზედმეტი თვითკრიტიკულობაც არ ვარგა,ისევე როგორც ზედმეტი საკუთარი თავით ტკბობა, მაგრამ დრო და დრო უნდა მოვეშვათ ;)
Dato
09 აპრილი 2019 22:41
0
პროფესორ საღოლ , სწორი შეფასებააა , ქინქლაძე არის იმის მაგალითი უბრალოდ თუ როგორ არ უნდა მოიქცე ფეხბურთელი , როგორ უნდა დააფასო შენი ნიჭი , რომ რამე შეგრჩეს ამხელა ნიჭიდან, ჩემი აზრით ყველაზე უჭკუო, ყველაზე მწვანე კიტრი და ყველაზე ნეგატიური ფეხბურათელი ჩვენს დამოუკიდებელ ისწორიაში ეს იყო . ჩემ შვილა მაგალითად ფეხბურთი თუ ითამაშა , აუცილებლად ამის მაგალითით გავზრდი რომ იცოდეს ვის არ უნდა დაემსგავსოს ))))) მაპატიეთ მაგრამ გამგები გაიგებს... ბევრსე ძაან მიყვარს ქართული ფეხბურთი მაგრამ ეს მგონია სწორინშეფასებს.
profesoris tanamoazre
09 აპრილი 2019 18:48
2
ქინქლაძის შედეგები მანჩესტერ სიტიში.
1. 1995-1996 პრემიერლიგაში 18-ე ადგილზე გავიდნენ და დაქვეითდნენ რანგით მეორე დივიზიონში.
2. 1996-1997 ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი სიტი გავიდა 14-ე ადგილზე
3. 1997-1998 სიტიმ დაიკავა რანგით მეორე დივიზიონში 22-ე ადგილი და დაქვეითდა რანგით მესამე დივიზიონში.


ხომ მაგარი ლეგენდა ჰყავს მანჩესტერ სიტის?
პროფესორ
09 აპრილი 2019 14:39
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული