მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

AutoSharing Option
გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ "ლელოს" მასალიდან, სადაც უეფას მედიაოფიცერი და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ფოთის არენასთან დაკავშირებით საუბრობს.

"გულშემატკივრებს ვთხოვ, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. რა თქმა უნდა, სტადიონზე პატარ-პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ მალე გამოსწორებადი - ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ! აჩვენეს საშხაპეები, სადაც შესვლა შეუძლებელი იყო. მაგრამ უეფას მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება იყოს 5-დან 7-მდე საშხაპე. რადგან ფოთში 2 საშხაპე ცუდად იყო დამონტაჟებული, ელემენტარულად, ის დაილუქა და არსებული რაოდენობაც სტანდარტების დასაკმაყოფილებლად სრულიად საკმარისი იქნება.

ეს იყო უადგილო და საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟი,
რადგან არსებული პრობლემების მოგვარებას უფრო ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე "კოლხეთის" მიერ სარაგბო "პარკი არენის" ერთი მატჩისთვის დაქირავებას. ეს მიზერული თანხაა. ამით მთავარის დაფარვა სურდათ - ფოთში ძალიან მაგარი სტადიონი შენდება, რომელიც ლამაზიცაა და ტრიბუნების გადახურვის შემდეგ საოცარი აკუსტიკაც ექნება. ჩემი აზრით, მაისის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება, რომ "კოლხეთმა" საშინაო მატჩები საკუთარ ულამაზეს არენაზე ჩაატაროს", - ამბობს კვარაცხელია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სტადიონს რა ქვია? კარგი იქნება თუ "აკვანს" დაარქმევენ. მოკლე, გასაგები და საამაყო.
ჰაჰა
15 აპრილი 2019 17:19
2
ის საყრდენი კედელი მოანგრიეთ უკვე შუა საშხაპეში რომ დგას?!
.
15 აპრილი 2019 15:25
2
გოგას მინდა გამოვეხმაურო და ყველას ვინც ასე ფიქრობს.ჯერ რტთი რა ფერდრაციის ბრალია თუ ნებისმიერი გუნდი გავარდება ეროვნული ლიგიდან ? არანაირი, მოკითხეთ გუნდის მმართველობას და ფეხბურთლებს. ეხლა მეორე, არ მახსენდება რომელიმე სტადიონი გაეკეთებინოს ფედერაციას თბილისში, მაშინ როცა რებაილიტაცია გაუკეთდა, წყალტუბოს, ბოლნისის, საჩხერის, სამტრედიის ფოთის, ქობულეთის, მიმდინარეობს ქუთაისში ასევე რელბილიტაცია და ულამაზესი და უმაგრესი სტადიონი შენდება ბათუმში.... რავიცი, რავიცი ალბათ ცოტა მეტი თვალი უნდა გაახილოთ
DAVE
14 აპრილი 2019 21:33
3
რომ გამოდიოდი და ადრე გაჰყვიროდი, ახლა დაგასაქმეს და 1 მეტრიანი საშხაპეები კარგი გახდა? ან ფოთის კოლხეთი ან სხვა გუნდები რა დღეშია, რაში იხარჯება მილიონები?! ხმას ახლა რატომ არ იღებ?
კვარაცხელიას
14 აპრილი 2019 12:04
9
ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატის გათბილისება გადაწყვიტა და ვნსხოთ რა შედეგს დადებენ ბოლოს. ზესტაფონს ქონდა ევროპის საკვალიფიკაციო თამაშებში ყველაზე კარგი შედეგი და იქაც ჩაკლეს ფეხბურთი.
გოგა
13 აპრილი 2019 20:52
13
ეს არათბილისელობის კომპლექსი9 რაპონტში გაქვთ ამ ხალხს? ქუთაისშიც ძაან კაი სიტუაცია გვაქ აგერ ბათუმი იქ ზუგდიდში აშენდა ფოტშიც ხო აშენდა?და მეტი რა გინდათ ბიჭოოო სტადიონის აშენება შენი სოფლის ტვალტის დადგმა ხომარ გგონია?აცადეთ ამ ხალხს კიდე ბევრს გააკეთებენ
lasha
14 აპრილი 2019 20:01
3
სამწუხაროდ კოლხეთი იმ ლიგაშიც კი აუტცაიდერია სადაც იმყოფება,ზუგდიდიც ,სხვა დანარჩენი მეგრული კუბები კიდევ უფრო დაბალ ლიგებში არიან...
ფეხბუთი პირველად მეგრელებმა ითამაშეს და ერთი ბრძოლის უნარიანი გუნდი ვერ გააკეთეს,ფუუუუ
ბაჩო
13 აპრილი 2019 18:58
1
კახელებმა ხო რას ამბობ მედლები ვარდებით დაგვაყარეს...
გიორგი ვარშავიდან
13 აპრილი 2019 19:38
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული