ფოტო: Gff.ge
ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 და 17 აპრილს, ლიეტუვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ორივე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება და გულშემატკივარს მასზე დასწრება უფასოდ შეეძლება.
მოახლოებული მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 16 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე დვალიშვილი (თელასი, თბილისი)
მცველები: შოთა თოფურია (თელასი,
თავდამსხმელები: შალვა კაპანაძე (თსუ, თბილისი), გიორგი სილაგავა (ტატიშვილი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (პარიზი, საფრანგეთი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), არჩილ სეფისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელორუსი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (ლიდსელმაში, ბელორუსი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელორუსი), ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი, თბილისი), ჯანო გიორგაია (თელასი, თბილისი)
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გამართავს.
ჩვენს გუნდთან ერთად ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით