ვიტალი დარასელიას თასი: "ემპოლიმ" და კიევის "დინამომ" მოგებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
16 აპრილს თბილისის "დინამოს" აკადემიაში სტარტი აიღო ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე საერთაშორისო ტურნირმა, სადაც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი იღებს.

პირველი შეხვედრა B ჯგუფში ჰოლანდიურ "ფეიენოორდსა" და კიევის "დინამოს" შორის გაიმართა, რომელიც უკრაინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი გორბაჩმა 29-ე წუთზე გაიტანა.

U15. ფეიენოორდი - დინამო კიევი 0:1

A ჯგუფში იტალიურმა "ემპოლიმ" ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" სძლია მინიმალური სხვაობით (1:0). გოლის ავტორი იგნაჩიტი გახდა. მან "ვულვზის" კარი მატჩის მე-13 წუთზე აიღო.

U15. ემპოლი - ვულვზი 1:0

სფფ-ის აკადემიასა და "ბრაგას" შორის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

თბილისის "დინამოსა" და "ციურიხს" შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის და ნახევარფინალური მატჩები "დინამოს" აკადემიის სტადიონზე გაიმართება, ფინალი კი 21 აპრილს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული