საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი ახალი სეზონიდან კვიპროსული "ანორთოსისის" რიგებში იასპარეზებს, მანამდე კი ის ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობს - სოციალურ ქსელში ვიდეოს cageorgia ავრცელებს.
27 წლის ნახევარმცველი ბოლოს რუსულ "კრასნოდარში" თამაშობდა, რომელიც ნოემბერში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.