თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდმა ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის (MIC 2019) პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო.
თბილისელების მეტოქე კატალონიური კლუბი "ბანიოლესი" იყო, რომელიც "ლოკომოტივმა" ინჯგიას, ლომთაძის, დავითაშვილის, ქველაძის და კონიაშვილის გოლებით - 5:0 გაანადგურა.
ტურნირზე პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი.
ჯგუფში ქართული კლუბის მეტოქეები "ელიტ უნიო აკადემი" და "B1 სოქერ აკადემია" არიან.
აღსანიშნავია, რომ MIC 2019-ზე მონაწილეობას "ბარსელონას", მადრიდის "რეალის", "ატლეტიკოს" ასაკობრივი გუნდები იღებენ.