"ლოკომოტივმა" ხმელთაშუა ზღვის ტურნირის პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდმა ესპანეთში ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო ტურნირის (MIC 2019) პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო.

თბილისელების მეტოქე კატალონიური კლუბი "ბანიოლესი" იყო, რომელიც "ლოკომოტივმა" ინჯგიას, ლომთაძის, დავითაშვილის, ქველაძის და კონიაშვილის გოლებით - 5:0 გაანადგურა.

ტურნირზე პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი.

ჯგუფში ქართული კლუბის მეტოქეები "ელიტ უნიო აკადემი" და "B1 სოქერ აკადემია" არიან.

აღსანიშნავია, რომ MIC 2019-ზე მონაწილეობას "ბარსელონას", მადრიდის "რეალის", "ატლეტიკოს" ასაკობრივი გუნდები იღებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინჯგიამ მაგარი გოლი შეაგდო,,ძალიან მაგარი ბიჭია
ტიტო
23:18 21-04-2019
0
რაც დავთვალე სამი გოლი დავითაშვილისაა.
გიორგი
12:54 18-04-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული