ვიტალი დარასელიას თასი: "ბრაგამ" კიევის "დინამო" გაანადგურა, სფფ-მ ჯგუფი წაუგებლად დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 აპრილს ვიტალი დარასელიას თასის მეორე დღე მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი იღებს.

დღეს B ჯგუფის ორი და A ჯგუფის ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა.

"ბრაგამ" კიევის "დინამო" დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა მარიანო, რომელმაც გოლები მე-6, მე-7 და 24-ე წუთებზე გაიტანა. ფერეირამ კი "დინამოს" კარი ორჯერ - 42-ე და მე-60 წუთებზე აიღო. ერთი გოლით შეეწია გუნდს კიდევ ერთი ფერეირა.

კიეველთაგან ერთადერთი გოლი კი 62-ე წუთზე პოლიშჩუკმა გაიტანა.

დინამო(კიევ)-ბრაგა 1:6

ნულოვანი
ფრე დაფიქსირდა სფფ-ის აკადემიისა და "ფეიენოორდის" მატჩში.

A ჯგუფის მატჩში კი შვეიცარიულმა "ციურიხმა" ინგლისურ "ვულვერჰემპტონს" მინიმალური სხვაობით, 2:1 სძლია.

შვეიცარიელთაგან თავი შიესმა და სებოეკმა, შესაბამისად, 21-ე და 38-ე წუთებზე გამოიჩინეს, ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი კი 54-ე წუთზე მაკლედმა გაიტანა.

18:00 საათზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "ემპოლი" დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ