საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ლევან ბაჯელიძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამხანაგური მატჩები დედაქალაქში 14 და 17 ივნისს შედგება. ქალთა ეროვნული გუნდი ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 30 აგვისტოს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინმეს მართლა აინტერესებს გაფიცებთ? :D ქალების ფეხბურთი არ გაიშვა
Tbiliseli
17:04 25-04-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული