როგორ გამოიყურება ბათუმის სტადიონი მშენებლობიდან მე-16 თვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "ფეისბუქზე" ვიდეოს ავრცელებს, სადაც ბათუმის სტადიონის მდგომარეობაა ასახული.

სწორედ ასე გამოიყურება ბათუმის ნანატრი სტადიონი მშენებლობიდან მე-16 თვეს.

აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, სტადიონის მშენებლობა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს და 2019 წლის ოქტომბრისთვის გაიხსნას.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

alt

ბათუმის სტადიონი მშენებლობიდან მე-16 თვეს [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარია.და რაც ყველაზე მნიშვნელივანია ამ ტრიბუნებზე ხალხის სიმცირის პრობლემა არ იქნება.ბათუმში უყვართ ფეხბურთი და იციან როგორ უნდა დაუჭირონ მხარი მათი ქალაქის გუნდს.
წერო
16:46 26-04-2019
0
ყოველი ახალი სურათის თუ ვიდეოს ნახვის შემდეგ გული სიხარულით მევსება. შესანიშნავია ახალი სტადიონი ბათუმი მართლაც იმსახურებდა ახალ სტადიონს. გახსნის თამაშზე თბილისიდან აუცილებლად ჩავალ და დავესწრები ვინც არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს
ზიზუ
19:23 26-04-2019
0

სიახლეები პოპულარული