რომან ფიფიას თბილისში "ლივერპულის" მოწვევა უნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია კიდევ ერთი ტურნირის ჩატარებას გეგმავს.

ფიფია ისე გაახარა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე თავისი აკადემიის 15-წლამდელთა გუნდის გამარჯვებამ, რომ არაა გამორიცხული, კიდევ ერთი ტურნირი ჩაატაროს. ამის შესახებ ფიფიამ პირველ არხს განუცხადა.

ფიფიამ აღნიშნა, რომ "რეალის" ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან გაზაფხულზე ჩამოსვლა ვერ შეძლეს, ახალი ტურნირი შესაძლოა, შემოდგომაზე ჩაატარონ, რომელზეც 14-წლამდე გუნდები იასპარეზებენ და "ლივერპულის" მოწვევა სურთ.

თბილისის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა დარასელიას თასის ჯგუფურ ეტაპზე "ციურიხი" (3:0), "ვულვერჰემპტონი" (4:0) და "ემპოლი" (1:0) დაამარცხა, ნახევარფინალში "ფეიენოორდი" გაანადგურა (5:1), ხოლო
ფინალში "ემპოლის" სძლია (1:0).

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მნიშვნელობა აქვს? ამ ბავშვებიდანაც გამოვა 3-4 დაახლოვებით ისეთი ფეხბურთელები რომ 19-20 წლისებს უკვე გეყიდის ფიფია წიწილებივით, რომელიმე მეორე ხარისხოვან გუნდებში და დამთავრდება მათი მომავალი. დონამოს მომავალო კი კაი ხანია დამთავრებულია ფიფიას ხელში. დიმაოს ასეთი მიდგომით ჩემპიონობა კი არა მალე სამეულში შესვლაც გაუჭირდება. ევროპაზეც ყოველთვის შერცხვება თუ რა თქმა უნდა გასვლას მოახერხებს. დომინანტები ხდებიან საბურთალო და ბათუმის დინამო, ტოპედოც ძლიერდება, აი დინამო უფრო სუსტდება. ფიფია მატყუარა ვაჭარია და მას არ აინტერესებ დინამოს მომავალი, საკუთარი ინტერესები აქვს.
Geo_Dinamo
27 აპრილი 2019 09:29
5

სიახლეები პოპულარული