"ლომასი და ქინქლაძე" - ნევილმა და კარაგერმა "სიტის" ლეგენდებს დასცინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მაისს, პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ (1:0), ბრიტანული Sky Sports-ის მიმომხილველები, ვეტერანი ფეხბურთელები, გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი მანჩესტერელთა სტადიონზე იმყოფებოდნენ.

ნევილი Instagram-ის პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, როდესაც მან და კარაგერმა "სიტის" ისტორიას დასცინეს.

მათ შორის ასეთი დიალოგი შედგა:

- ჯეიმი კარაგერი: აქ ლეგენდების ოთახია.
- გარი ნევილი: ლეგენდების ოთახი?
- ჯეიმი კარაგერი: აქ არავინაა...
- გარი ნევილი: სტივ ლომასი და გიორგი ქინქლაძე.

გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 1995
-98 წლებში იცავდა.

alt"ინდივიდუალური ბრწყინვალება" - ქინქლაძე ანრისა და აზართან ერთად პრემიერლიგის ვიდეოში [VIDEO]

altგიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ბრუნდება - ვეტერანი ქართველი ღვინის ბარს ხსნის

მკითხველის კომენტარები / 24 /
ადმინ ჩემს წინა ორ კომენტარს რატომ არ აქვეყნებ?ეს უკვე დისკრიმინაციაა!კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ხართ სამარცხვინოები!
Alex.F.
09 მაისი 2019 02:41
0
ქინქის არაფერი განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონდა 4 - 5 თვე ითამაშა რაღაც დონეზე თავი ზვეზდა ეგონა და შეწყვიტა თამაშიც და ვარჯიშიც , ჩემი აზრით სიტი კი არა მიდლსბროც უფრო დიდ ლეგენდას იმსახურებს... წავიდა დისლაიქები ეხლააა ;) :))))
benji
09 მაისი 2019 02:29
15
სამარცხვინოები ხართ!!!ადმინ თქვენ გეხებათ!!!
Alex.F.
09 მაისი 2019 01:18
1
პუტინმა შეუკვეთა პუტინმა :))) ხალხს იმის დაჯერება არ უნდა რომ ჩვენ თვალში ლეგენდა, ავტომატურად უცხოელის თვალშიც ლეგენდას არ ნიშნავს და ძალიან ხშირად მიკერძოებულები ვართ.
odala
08 მაისი 2019 19:43
12
ქინქლაძეს რა ქვს დასაცინი,სირცხვილია უბრალოდ არ აღიარო ქინქის არანორმალური პოტენციალი... ნევილს და მისნაირებს დაავიწდათ მისი ფენომენალური თამაში?! ხომ იცით სახარებიდან: ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და თქვენც დაგფლითონ... ადამიანი მარტო მიათრევდა უსუსტეს სიტის! პრემიერლიგაშიც საუკეთესო მოთამაშე იყო იმ დროს, უდაოდ! უბრალოდ არ გაუმართლა,რომ ტოპ კლუბში არ თამაშობდა... და ჩვენც ქართველებმა, ჩვენივე დავაფასოთ, რომ სხვებმაც ისწავლონ ჩვენის პატივისცემა!
ვახო...
08 მაისი 2019 19:42
3
ლეგენდებს არ დასცინიან .... დასაცინებს დასცინიან
reali
08 მაისი 2019 18:58
5
არც ნევილი და არც ის დუ-იაქე კარაგერი არ ყოფილან მსოფლიო დონის დიდი
მოთამაშეები და როოგორც ჩანს არც დიდი
კაცები. პატარა კაცუნების თვისებაა დაცინვა. გიოს ორივე მათგანისთვის ფეხებშუა აქვს ბურთი გატარებული, მარა კაცია და არ იკადრებს დაცინვას.. გიოს ერთი დრიბლინგის ყურება მირჩევნია მთელ მაგათ კარიერას.
ჯეკო
08 მაისი 2019 18:41
1
გიომ კარტველებს დზალიან ბევრი სიხარული მოგვაკლო , დზალიან ნიციერი იყო და სამცუხაროა ადრეულ ასაკსი სეიზარა სრომა და ვარჯისი ,მე ბარსა და რეალიზა მემეტებოდა ...ბოლოს კაზანის რუბინიდან დაემსვიდობა გულსემატკივარს.
Kote
08 მაისი 2019 17:48
0
რაც შეეხება ქართველების უარყოფით კომენტარებს ქინქის შესახებ, ეგენი ან 2 წლის ბავშვები არიან ან ფეხბურთის გარტყმაში არ არიან და მარტო მესი და რონალდო იციან, სად იყო მესი ქინლაძე რო დარბოდა და მართლა ფეხებ შუა უტარებდა 3-4 კაცს... ეჰ გიო როგორ გული მწყდება, გეთამაშა ბოლომდე რა, ესეთებს რომ ხმა აღარ ამოეღოთ!!!!!!
s.s.
08 მაისი 2019 17:43
4
ქინქლაზე იყო 0! რამე რო ყოფილიყო, რამეს მიაღწევდა. ნაკრებში მაგის თამაში არ მახსოვს, ერთი ორი ეპიზოდის გარდა და იმ უბანძეს გუნდში თამაშობდა, რომელიც გავარდა და თურმე მის გულშემატკივარს გული ვერ დაწყვიტა! გეგონება მანჩესტერელი ყოფილიყო. სად ითამაშა ციტიში ერთი სეზონის გრადა? მეორე ლიგაში? მესი და რონალდო არა ის. პოტენციალი არ ნიშნავს შედეგს. ეგრე ჩემი უბნელი არტურა უფრო მაგარი იყო, ვიდრე ქინქალაზე. მაგ თაობაში ქინქლაზეზეკარგი ნაკრებში ჯამარაული იყო. ხშირად მახსოვს, სტადიონზე რო ვყვიროდით: გაათრიე ეს მასხარა და ჯამარა შემოიყვანეო. ქინქლაძე არა კვატი
gagi
08 მაისი 2019 19:46
15
ამ მკუანებს შეხედე რა, რა ჭირს ქინქლაძეს თქვენი დასაცინი, თქვენი ფეხბურთელობა არ გაიშვა ხელიდან, ქინქლასნაირი ნიჭი გქონოდათ და ეგეთი დრიბლინგები გეკეთებინათ მაგაზე იოცნებეთ თქვე საცოდავებო!!!!
s.s.
08 მაისი 2019 17:36
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული