საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავებას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

"ქართულ საკლუბო ფეხბურთში განვითარებული მოვლენები უკიდურესი შეშფოთების და განგაშის საფუძველია. ასეთი მავნებლობა ძირს უთხრის არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ზოგადად - ქართული სპორტის ავტორიტეტს და ეს არავის უნდა შერჩეს.

სპორტის მთავარი პრინციპი და საფუძველი სამართლიანი თამაშია და სწორედ ამ უცვლელ მუდმივას მიაყენეს გამოუსწორებელი დარტყმა.

ასეთ ვითარებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პოზიცია, რომელიც უმკაცრესი სასჯელის მომხრეა, აბსოლუტურად გამართლებული და ერთმნიშვნელოვნად სწორია.

ყველა სხვა ასე თუ ისე შერბილებული
მიდგომა დამნაშავეების მიმართ იქნება უდიდესი შეცდომა და დაუსჯელობის განცდას წაახალისებს, რისი დაშვებაც არამც და არამც არ შეიძლება.

არავის უნდა შერჩეს ისედაც შეთხელებული რაოდენობის გულშემატკივრების გულწრფელი ემოციებით მანიპულირება და ვაჭრობა. სასჯელი უნდა იყოს ისეთი მკაცრი, რომ საუკეთესო პრევენციად და გაფრთხილებად გამოდგეს.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რიგითი შემსრულებლები, არამედ დამკვეთებიც უმკაცრესად დაისაჯონ. მთელი სპორტული სამყარო უნდა გაერთიანდეს ამ უკიდურესი სიმახინჯის წინააღმდეგ.", - ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად დღეს, 21 მაისს წარუდგინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული