შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcdinamo.ge

1-ელ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" "გაბალას" 3:0 სძლია.

პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.

ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.

შემდეგ ტრავმები იაშვილმა და ზუნიჩმა მიიღეს
(ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის მერე თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა სწრაფი შეტევებით დაიწყო და სტუმართა გოლკიპერმა კუტალიასა და ქავთარაძის დარტყმული ბურთები მოიგერია.

თამაშს "დინამო" სრულად აკონტროლებდა, მატჩი მისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და შენგელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია.

68-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარიკარიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, დაფემაც და 88-ე წუთზე შენგელიამ თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. ბოლოს კარიკარიმაც დალაშქრა მეტოქის კარი და 3:0.

"დინამომ" "გაბალას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 15 აგვისტოს თბილისში.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა 3:0
გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 70), შენგელია, კუტალია (კარიკარი 77)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი (ისკანდაროვი 71), გიგაური

მკითხველის კომენტარები / 20 /
აჩვენეთ ვაისს ეს თამაში და იქნებ დაფიქრდეს შენგელიაზე, მერებაშვილს არ ჯობია?
მინდია
01 აგვისტო 2019 23:21
6
ვაისს სკაიპი აქვს გაფუჭებული! ვერ ნახავს. ) აჩვენონ კი არა საერთოდ გასაშვებია. კაცი მარტო თამაშებზე ჩამოდის თბილისში.
დავით 67
02 აგვისტო 2019 01:15
4
რა უსამართლობაა, გაბალამ "სუსტ დინამოსთან" ისევ წააგო. ეს ალბათ სპეციალურად გააკეთეს როტერდამში ჩასვლა არ უნდოდათ, შევრცხვებითო.

ახლა სერიოზულად
ყველას გილოცავთ დინამოს გამარჯვებას, ვინც საქრთველოს გულშემატკივრობთ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს
თუმცა მოყვარეს პირში უძრახეო. დაცვაში ხშირია ბავშვური შეცდომები და ფეინოორდი კი გაბალა არ არის რომ მასეთი შეცდომები გვაპატიოს. მეტი ყრადღება და კონცენტრაციაა საჭირო.
არ დაივიწყოთ, როცა ევროსარბიელზე გადიხართ თქვენ საქართველოს წარმოადგენთ და არა რომელიმე კლუბს.
დაშლილმა ტორპედომ კინაღამ მოუგო ორდაბასს და მადლობა მათ.
საჩხერემ გუშინ პირველად წააგო დიდი ანგარიშით და გული დამწყდა.
წააგო საბურთალომ, მაგრამ მაქსიმალურად იბრძოლეს ბიჭებმა და თავს ზემოთ ძალა არ არის.
დინამო ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ მეტი გვინდა. ფეინოორდი გამოაგდეთთქო ვერ მოგთხოვთ, მაგრამ არ მეწყინება :) თუ ვერ მოუგებთ ღირსება არ დაკარგოთ. იბრძოლეთ ბოლომდე და რა იცი რა ხდება.

ყველას წარმატებას გისურვებთ.
ტორპედო ქუთაისი
02 აგვისტო 2019 08:28
0
ძალიან კარგი, ვულოცავ ყველას. ასე გავაგრძელოთ
DAVE
01 აგვისტო 2019 23:58
0
გილოცავთ გამარჯვებას და რაც მთავარია აზერბაიჯანში ჩატარებული უღიმღამო თამაშის შედარებაც არ შეიძლება დღევანდელთან. ცოტა იმედი გამიჩნდა ფეიენოორდთან რომ არ შევრცხვებით...როგორ უნდა ააშენოს გუნდი ფიფიამ, ვინც კი ცოტა თავი გამოიჩინა და დიდი პოტენციალი უკვე ეტყობა ყველას ყიდის, ფეხებზე კიდია დინამო. შენგელიაც უკვე გაყიდულია. ჯგუფშიც რომ მოვხვდეთ, არ გვეყოლება. მოკლედ გაგვიშრო სისხლი ამ უღვთომ. ისე რა გუნდის გაკეთება შეიძლება წარმოიდგინეთ ჩაკვეტაძე, შენგელია, და რუბინის ქართველები. რას დააწიოკებდნენ დაცვას ერთ გუნდში?! დაცვასა და ჩამშლელებზეც შეიძლება ამის თქმა. დროა ამ ბიჭებმა ნაკრებში გამოცადონ ძალა, ევროპის ამ ციკლში შანსი მაინც არა გვაქვს ვაისის ხელში.

არ შემიძლია არ ვთქვა ვიდეორგოლში არსებულ ერთ კადრზე, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მხნე ვაჟკაცი სიგარეტით პირში ტაშს სცემს. პირველი არხის ოპერატორებს თქვენი გვერდის საშუალებით მინდა მივმართო, რომ თავი შეიკავონ ამგვარი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებისაგან. სპორტულ არენაზე მოწევას კი არა მხატვრული ფილმების ჩვენების წინ აფრთხილებენ მაყურებელს სიგარეტის შესახებ.
P.S.: ისე ლამის 50 წელია ვეწევი:)
P.P.S.: მოკითხვა რომან ფიფიას ახლობლებს.
ადმინ აბა შენ იცი, დაბლოკე.
emigranti
02 აგვისტო 2019 02:33
3
ვითხოვ პაპავას და ნინუას ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებას!!!
ბოკინიო
01 აგვისტო 2019 23:01
10
რადგან შენ ითხოვ, არის შეფ!!!
ვალა ვაისი
02 აგვისტო 2019 16:04
0
ვულოცავ ყველას გამარჯვებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ - ძალიან სუსტ მეტოქეს მოვუგეთ..ძალიან
Vakhtang Lobzhanidze
02 აგვისტო 2019 04:34
4
სამივე მაგარი გოლი გაიტანეს ბიჭებმა, შენგელიას პირველ გოლზე შეგეძლოთ უფრო კარგად დაგეწერათ, მხოლოდ დრიბლინგი კი არა ნახევარი გაბალას ფეხბურთელები მოატყუა და მარცხენა დაბალ კუთხეში აუღეელო დარტყმით გაუშვა ბურთი
სააკაძე
02 აგვისტო 2019 07:34
1
ვულოცავ დინამოს ამ ლამაზ გაამრჯვებას
ახლა მთავარია როტერდამში არ დავმარცხდეთ,და საპასუხოში თბილისში რაიმეს მოვიფიქრებთ!
სამწუხაროა რომ 1-ლ ტაიმს ჩიხურა აგებს 2-0,არადა მას 2-2 აწყობს, გაიტანს კი 2-ს ????
Jango
01 აგვისტო 2019 23:42
6
ჩიხურა მოკვდა
კიჭო
02 აგვისტო 2019 01:48
1
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას და ლამაზ გოლებს,მაგრამ დაცვას გაძლიერება უნდა,თუმცა უკვე გვიანია.კარიკარმა მეორე გოლზე,საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამაზე არავინ ამბობს,17 წუთში გოლი და პასი,მშვენიერი შედეგია
სოსო
02 აგვისტო 2019 12:04
0
ეს შენგელია რა გვყოლია კაცოო!!! აღფრთოვანებული ვარ! ახლა ცოტა მიკლია და ვიტყვი, რომ დიდებულ რამაზ შენგელიაზე მაგარია! მეორე ბურთი რომ გაიტანა, აი იმაზე მესიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს! ძალიან გახარებული ვარ!!!
aburjga
02 აგვისტო 2019 10:47
2

სიახლეები პოპულარული