შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcdinamo.ge

1-ელ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" "გაბალას" 3:0 სძლია.

პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.

ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.

შემდეგ ტრავმები იაშვილმა და ზუნიჩმა მიიღეს
(ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის მერე თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა სწრაფი შეტევებით დაიწყო და სტუმართა გოლკიპერმა კუტალიასა და ქავთარაძის დარტყმული ბურთები მოიგერია.

თამაშს "დინამო" სრულად აკონტროლებდა, მატჩი მისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და შენგელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია.

68-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარიკარიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, დაფემაც და 88-ე წუთზე შენგელიამ თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. ბოლოს კარიკარიმაც დალაშქრა მეტოქის კარი და 3:0.

"დინამომ" "გაბალას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 15 აგვისტოს თბილისში.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა 3:0
გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 70), შენგელია, კუტალია (კარიკარი 77)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი (ისკანდაროვი 71), გიგაური

მკითხველის კომენტარები / 20 /
გაბალამ ითამაშა სუსტად თითქოს სავარჯიშოდ იყვნენ გამოსულები დინამოს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ,სულ ეს არის,თუ არა და ფეინოორდთან გამოჩნდება.
maxo
15:06 02-08-2019
0
Saqartvelos nakrebs ukve sami dzlieri fexburteli yavs, esenia: chakvetadze, kvaracxelia da shengelia. Madloba Roman fifias
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული