"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" სტუმრად "აბერდინთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დასაწყისში "ჩიხურამ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი კოსგროუის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჰამზიჩის კარში გავიდა. მე-20 წუთზე  კოსგროუიმ დუბლი შეასრულა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში აწეულ ბურთს თავურით საჩხერელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ყველაფერი დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

აბერდინი."პიტორდი"
აბერდინი - ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 კოსგროუი (9), 2:0 კოსგროუი (20), 3:0 ლი (58), 4:0 რაიტი
(64), 5:0 კოსგროუი (80)

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, ლი (კემპბელი 67), კონსაიდინი, მაქქენა, მაქკინი (რაიტი 62), ჰეიჯსი, კოსგროუი (ანდერსონი 82), ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), დეკანოიძე (ფანცულაია 52), ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
წააგეს. ძალიან ცუდი. მე მაინტერესებს რატო ვქმნით წინასწარ არასწორ მოლოდინებს. პირველ თამაშშიც ხომ ეტყობოდა, რომ აბერდინი ჯობდა. სამწუხაროდ თამაშის სწორი ანალიზი არსად შემხვედრია, ძირითადად ემოციებზე აგებული, არიქა იბრძოლეს, პენალტი იყო, თამაში თანაბარი იყო (არადა აშკარად გვჯობდა). მე მგონი სწორი ანალიზის შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი წინსვლა.
mdaa
02 აგვისტო 2019 12:12
1
ამდენი ღვარძლიანი და არაკაცი კომენტატორი საიდან?ოდესმე მას მერე რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რომელიმე თქვენთაგანმა რაიმე ფული გაიღეთ ასეთი კლუბისათვის?სტადიონი უფასო გინდათ, ტელევიზია უფასო, ფეხბურთელებზე გინება უფასო, მასე სადაა...ნუ უყურებთ მაშინ
Artanuji
02 აგვისტო 2019 10:47
2
არტანუჯი, მაგარია იყო. ეტყობა ძალიან სამართლიანი კაცი ხარ! გაგიჭირდება, მაგრამ ეგრე უნდა გააგრძელო! ქართველობა ძნელია!
aburjga
02 აგვისტო 2019 14:13
1
წააგეს, წააგეს, მიწის მიყრას მაინც დავანებოთ თავი, გვაჯობა აბერდინმა და რას ვიზავთ, ეს სოფლის გუნდი , სოფლის გუნდი კიდე რა ჩახვევააა??? მერე რა??!/მანჩესტერში თუ ვინმე ყოფილხართ? რა ხდება იქ იციით??? უფარჩაკესი ქალაქი !!!! მარა ფულით, ფეხბურთის სიყვარულით , გვერდში დგომით, მიიღეს ორი უძლიერესი გუნდი!!! ერთს დიდი ისტორიაა აქ, მეორე კი რა დონეზეა კი ხედავთ.. ხოდა ჩიხურას დამარხვით ვერ მოვიგებთ , ლანძღვას ჯობია რეალური მიზეზები დავწეროთ, მაგ:ჩიხურას არ ყავს პატრონი!!(ფულიანი)!
Vasili
02 აგვისტო 2019 10:24
2
წაგება ცუდია ყველა შემთხვევაში მაგრამ სოფლის გუნდი რა შუაშია აქ სოფელი როარ ყოფილიყო თავის დროზე არც ქალაქი არ იქნებოდა და საერთოდაც სოფლიდან იყო დარასელიაც და არამარტო ის ვონც ესეთი დიდი სიყვარული დატოვა ერში და უდიდესი გამარჯვება მოუტანა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს.დდ თავის დროზე დინამო ბუდაპესტის მტკმ შეარცხვინა მისსავე მოედანზე მაგრამ ეგეთი რამ არცერთ გულშემატკივარს არ დაცდენია ხოლო სამი ოთხი წლის შემდეგ ამ გუნდმა თასების თასი აღმართა დიუსელდორფში.ასე რო სოფლელობა ნაღდად არარი სამარცხვინო სამარცხვინო ეგეთი აზროვნებაა.




























.
zaza
02 აგვისტო 2019 09:13
0
raikot xalxo ram agackavckavat, lamisaa gatelot gundi pexkvech, caago xo mere ra vic ar caugia, barselona agebs xandaxan 4 da 5 burtis sxvaobit, erti sezoni chaagdo gundma, am chemadgenlobit pirvelive etapze ro ar gamovarda gundi madloba utxarit.
KUTAISELI
02 აგვისტო 2019 08:31
2
მადლობა ჩიხურას, რომ ჩვენს ნერვებს გაუფრთხილდა და არ გვაყურებინა თამაში.
...
02 აგვისტო 2019 07:46
1
თაღლითი შუკაკიძის ბრალია ჩიხურა რომ ვერავის იმატებს!!
ნიკა
02 აგვისტო 2019 03:44
0
Girsebi xart mathi ROM dagvimalet magitom!
Gigo
02 აგვისტო 2019 07:19
2
ერთი "ჩიხურა" იყო ქართული კლუბებიდან გასაზიზღრებისა და განადგურების გარეშე რომ ეთიშებოდა ევროთასებს და უკვე ეს ტრადიციაც დარღვეულია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეალობაში.
ირაკლი
02 აგვისტო 2019 02:20
6
მოკლედ ბერიკა შუკაკიძე სანამ იქნება ჩიხურას პრეზიდენტი მანამდე ჩიხურა იქნება ფულის მჭამელთა კოალიცია.შუკაკიძე,ფრუიძე აფერისზე აფერისტები არიან სუყველა.შუკაკიძე და წესიერი საჩხერეში არ დადის
კიჭო
02 აგვისტო 2019 01:47
6
ოდალა !გამოგეხმაურე და შენს აზრსაც ვითვალისწინებ როცა ჩემსას ვამთხვევ მარტო იმისა გამო რომ გამართულად ,ჩემი და ნებისმიერის მიერ თავისი ნაფიქრალის ამომწურავად გადმომცემ, ჩემთვის უსაყვერლესი დედა ენის ანბანით წერ.უნებურად ვაკვირდები კომენტარების კითხვისას,ბოლო თვეებია, აბურჯგასნაირ, ჰიტგგს, ბაჩის და კიდევ ხუთიოდე რესპოდენტის ნაწერს, აზრებს, ვითომდა სწორედ წერენ ზოგჯერ, ჩემი გადმოსახედიდან ხედვით , დრო და დრო საღად აზროვებენ მაგრამ, გამოსჭვივის მათ მესიჯებში, რაღაც გულგრილობა, გამაღიზიანებელი გამწარების მცელობით, არასიყვარული ქართველთა ქვეყანისა, მათ მიერ ქართულადვე წერისას.ოდალა ვაჟკაცურად , თხოვნით მოგმართავ,თქვი: გიყვარს საქართველო და სამშობლოა? შენთვის ქვეყანა რომლის ენაზეც წერ.
მე მიყვარს საქარყველო
02 აგვისტო 2019 01:42
11

სიახლეები პოპულარული