ფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "გაბალას" დამარცხების (3:0) შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

"მინდა მივულოცო არა მარტო ჩვენს ფეხბურთელებს, არამედ მთელ სტაფს. არაფერი განსაკუთრებული შესვენებაზე ბიჭებისთვის არ გვითქვამს. ისინი თავად იყვნენ ასეთ განწყობაზე.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე კარგი მატჩი ჩავატარეთ და კიდევ ერთხელ შევინახეთ კარი მშრალად.

ის, რომ გოლი არ გაგვიშვია, გუნდური თამაშის შედეგია. ეს თავდასხმიდან იწყება და მეკარით მთავრდება.

"ფეიენოორდთან" თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველა ფეხბურთელი ელოდება ამ შეხვედრას, თუმცა ახლა "ლოკომოტივთან"
თამაშია უმნიშვნელოვანესი.

ლევან შენგელიამ დღეს ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი ევროპული გრანდია. ისტორია, რომელიც ამ ორ კლუბს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და წარმატებას ნელ-ნელა მივაღწიოთ.

ნოდარ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, ამ დღეებში გამოჩნდება. ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა "ლოკომოტივთან". ამ შეხვედრამდე ვეცდებით, აღდგენა მოვასწროთ და საბრძოლო შემადგენლობით ვითამაშოთ.

კარიკარი ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება. მაქსიმალურ დროს ვაძლევთ, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება", - განაცხადა ვისენტემ.

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება.

პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება.

altშენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

alt"გაბალას" მწვრთნელი: ამ შემადგენლობითაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეიენოორდი გრანდია? ჰოლანდიაში შეიძლება, მარა ევროპის საშუალო დონეზეც არაა..
Vakhtang Lobzhanidze
02 აგვისტო 2019 02:34
15
ფეინორდი გრანდი არანაირად არარის დღევანდელ დღეს შენ ხარ მასთან უპირობო აუთსაიდერი დღეს უბრალოდ და თავს იზღვევ რო კატასტროფის შემთხვევაში გაიმართლო რაღაცით თავი.დდ რა გრანდი გრანდი არა ტოროლა მაგ გუნდს ზენიტიც მოუგებს და შახტარიც თავისუფლად.ევროპული გრანდები არიან რეალი მილანი ლივერპული ბაიერნი და ას შემდეგ დდ
zaza
02 აგვისტო 2019 09:22
5
10-იანს ვეთანხმებით.
laSa
02 აგვისტო 2019 15:04
0
ეტყობა ზაზავოვიჩს აე ევასება ბარსა. რაღა გვეშველება! სამაგიეროდ მსოფლიოში ბევრს ევასებათ!
გია
02 აგვისტო 2019 12:59
5
ყველა გამოხმაურება
ფეინოორდი,სწორედაც რომ გრანდია.აიაქსთან ერთად ფეინოორდია ტოტალური ფეხბურთის გამომგონებელი და ამ ორი გუნდის დაპირისპირებაში წყდებოდა როგორც ჰოლანდიის ჩემპიონის,ასევე ჩემპიონთა თასის მფლობელის ვინაობა.კლუბი ფლობდა ევროპის ჩემპიონთა თასს,ორჯერ უეფას თასს,საკონტინენტთაშორისო თასს და 81-ში ჩვენ რომ არ გამოგვეგდო,თასების თასსაც,აუცილებლად ის მოიგებდა.ჰოლანდიის ჩემპიონატშიც ამჟამად მუდმივად ჩემპიონობისათვის იბრძვის,ასე რომ მის სუსტ გუნდად ჩათვლა,თვალების დახუჭვას ნიშნავს.ჩვენთვის კი,ძალიანაც ძლიერი გუნდია,ნამეტანიც კი.თამაშობენ ძალიან სწრაფ და შედეგიან ფეხბურთს და მათთან ჩვენი გუნდების ფიზიკა და სისწრაფეები,სეირნობად ჩანს.რა თქმა უნდა დინამოს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას,მაგრამ თუ ეს შეძლეს,ეს მათი მხრიდან გმირობა იქნება და არა საკმაოდ სუსტ კლუბთან გამარჯვება
სოსო
02 აგვისტო 2019 11:46
1
დაცვაში არის სრული ქაოსი და პანიკა. ასეთი დაცვით ფეიენოორდი კი არა, ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი გაგარღვევთ.. ინათხოვრეთ მაინც ვინმე გამოცდილი, ნორმალური
ქუთაისელი
02 აგვისტო 2019 10:15
2
რა თქმა უნდა დინამოს შანსები აქვს ფეინოორდის ბარიერის დაძლევის თუმცა ფსიოლოგიური მომენტი იქნება გადამწყვეტი რაც აშკარად ჰოლანდიელების მხარესაა. არაა გამორიცხული დინამომ თავისი შესაძლებობების 50% ვერ გამოვლიონოს.
butsi
02 აგვისტო 2019 09:08
1
გიას მე არცერთი ერთი აღებული გუნდის მოყვარული და თავგადაკლული ფანი არავარ არც ბარსასი და არც რეალის კარგ ფეხბურთს ვინც თამაშობს ყველას ვცემ პატივს ისე მიმართვა ისწავლე ჯობია ჯერ და მერე წერე ფეხბურთზე ჩემი რჩევა იქნება მე შენი ზაზავოვიჩი არავარ.
zaza
02 აგვისტო 2019 13:39
2
fsiqologiurad scemen chvens fexburtelebs grands vetamashebito da esenic inusxebian ra gveshvelebao. ra grandi feinoordia piriqit utxarit rom arafrebi egeni ar arian da ufro tavisuflad itamasheben mjera rom aucileblad davzlevt feinoordis bariers.
Ucxo
02 აგვისტო 2019 09:50
1
რაღა მაინც და მაინც ამ უბედურ რიცხვს დაემთხვა ეს თამაში.:(
grisha dedakimovi
02 აგვისტო 2019 02:44
13
უკვე წავაგეთ? თუ რაიყოთ რა კომენტარებია.იმის მაგივრად მოტივაცია ავუმაღლოთ ბიჭებს უკვე წაგებული ფსიქოლოგიით არიან მემგონი.
დდდ
03 აგვისტო 2019 08:33
0

სიახლეები პოპულარული