"არარატ არმენია" გულშემატკივრებს "საბურთალოსთან" მატჩზე მხარდაჭერას სთხოვს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "არარატ არმენია" "საბურთალოს" უმასპინძლებს და სომხური გუნდი გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ქომაგებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ არენის სალაროებში, რომლებიც 12:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ.

ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონი 14 392 მაყურებელს იტევს და სომხურ გუნდს მისი გავსების იმედი აქვს.

მატჩი 6 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.