იაპ სტამი: მოგება მინდოდა და ქულამ გამახარა - "დინამოსთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდებით

AutoSharing Option
8 აგვისტოს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში როტერდამში "ფეიენოორდს" შეხვდება, რომელიც ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში "სპარტასთან" დამარცხებას ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გადაურჩა (2:2). უნდა ითქვას, "ფეიენოორდი" საკონტროლო მატჩებშიც ვერ იყო დამაჯერებელი და ვერც თანაქალაქელებთან ითამაშა სათანადოდ. მეტადრე სუსტად გამოიყურებოდა დაცვის ხაზი და მეკარე. ნამატჩევს კომენტარი გუნდის მწვრთნელმა იაპ სტამმა გააკეთა:

"კარგად ვიბრძოდით, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბევრს ვუტევდით და ბოლოს ანგარიში გავათანაბრეთ. ქულა ნამდვილად დავიმსახურეთ.

"სპარტა" კარგად ორგანიზებული გუნდია და მისი ადვილად დამარცხება წარმოუდგენელია. გაორებული
გრძნობა დამეუფლა, რადგან მოგება გვინდოდა და ფრემ გამახარა. ახალგაზრდებმა შეცდომები დაუშვეს, რაც გასაკვირი არაა. მათთან მუშაობა სასიამოვნოა. ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ჩვენი მცველის, ერიკ ბოტეგინის ტრავმა.

საქმეს თანმიმდევრულად მივყვებით და "დინამოსთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდებით".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პერსპექტიული გუნდი ყავთ!!! ამათ თუ მოუგეს ჩვენებმა, არ ვიცი რა ვთქვა.
mdaa
11:12 05-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული