თბილისის "საბურთალო" ერევანში ჩავიდა

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb

თბილისის "საბურთალო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის "არარატ-არმენიას" წინააღმდეგ გასამართად ერევანში ჩავიდა.

გუნდი ერევანში მდებარე "ჰილტონის" სასტუმროში დაბინავდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

"საბურთალო" ერევანში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.

გუნდთან ერთად არ იმყოფებიან ვაგნერ გონსალვესი და ელვინ ტერა. გონსალვესს ტრავმა
აქვს, ხოლო ტერა ერევანში სავიზო პრობლემის გამო ვერ გაემგზავრა.