ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

როტერდამის "ფეიენოორდს" თუ დაამარცხებს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში "დინამო" შვედურ "ნორშარპინსა" (Norrköping) და ებრაულ "აპოელ ბეერ-შევას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იქამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" "დე კუიპზე" 8 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.

altუდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს არის არასერიოზული საქციელი რა სავარაუდო მეტოქე ჯეე ფეინორდი დავამარცხეთ რო მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობთ უკვეე?? ბოლოსდაბოლოს ეს ცანცარობას როდის უნდა დაანებოთ თავი ამ ჟურნალისტებმაც და ფეხბურთელებმაც???!
1
შანსი როგორ არა აქვს. უბრალოდ დაბალანსებული ფეხბურთი უნდა ითამაშოს, დაცვა არ უნდა მოხსნას და მეტოქის სწრაფ შეტევებს მოუმზადებელი არ უნდა დახვდეს. შეიძლებოდა დაცვიდან თამაში, კონტრშეტევებზე, დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა, მაგრამ ჯობია გუნდმა რაც იცის და როგორც უკეთ გამოდის, ის თამაში ითამაშოს. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოს რომ ამ დონეზე უფრო სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ და ეს კოზირი უნდა გამოვაცალოთ მეტოქეს ჩვენი დაბალანსებული დაცვით და სწრაფი კონტრშეტევებით.
თენგაბი
19:38 05-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული