ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
5 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ უეფას ევროპა ლიგის კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ რომელ კლუბს დაუპირისპირდება თბილისის "დინამო" პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში.

როტერდამის "ფეიენოორდს" თუ დაამარცხებს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში "დინამო" შვედურ "ნორშარპინსა" (Norrköping) და ებრაულ "აპოელ ბეერ-შევას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

იქამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" "დე კუიპზე" 8 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაუპირისპირდება.

altუდიდესი შანსი - ცნობილი გახდა "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ევროპა ლიგის პლეი-ოფში