"საბურთალომ"პირველი ტაიმი "არარატ არმენიასთან" 0:1 წააგო

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "საბურთალომ" "არარატ არმენიასთან" 0:1 წააგო.

მეზობლებთან ევროტურნირებზე თამაში და მით უმეტეს, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გასვლის ასეთი ჩინებული შანსი არსებობს, ბუნებრივია, გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "საბურთალოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ზაგრებულ შეხვედრაში დაყენებული სასტარტო შემადგენლობა ლამის სანახევროდ შეცვალა და ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ "არარატ არმენია" გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა, 14 392-იანი სტადიონი სანახევროდაც არ შეივსო.

სტუმრებმა თამაში პირველ ნომრად დაიწყეს, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და მე-16 წუთზე ანგარიშის გახსნასთან
ახლოს იყვნენ, როდესაც აქტიური ნარსინგი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ჩვენს საჯარიმოში, კობიალკოს უპასა და მის მიერ სამიოდ მეტრიდან დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მალიმ გამოიტანა.

შემდეგ უპირატესობას სომხური გუნდი დაეუფლა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კობიალკომ ნარსინგის წამოწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. ცოტა ხანში მალისონს ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

"საბურთალო" იშვიათი და უხიფათო იერიშებით პასუხობდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს შექმნა, როდესაც მახვილი კუთხიდან მალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
არარატ არმენია - საბურთალო
გოლები: 1:0 კობიალკო (31)

არარატ არმენია: ჩუპიჩი, აჩენტე, გუზი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი, ალფონსი, მალისონი, ავეტისიანი, ნარსინგი, კობიალკო

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, ტერა, დიასამიძე, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, როლოვიჩი, გაბედავა
მკითხველის კომენტარები / 5 /
უნდა შევჭამოთ მეორე ტაიმში
მე
06 აგვისტო 2019 20:05
0
იმედია გამოასწორებენ თამაშს. არ შეიძლება კიდევ ყველაფრის გამოუცდელობისთვის გადაბრალება და ეს კოხრეიძე კიდევ როგორ ახერხებს პირველივე წუთზე ყვითლის მიღებას??
ლევანი
06 აგვისტო 2019 20:00
0
იმის აჩრდილიც აღარაა ეს გუნდი, რაც დინამო ზაგრებთან ვიხილეთ. რა ხდება, რა ფეხბურთს თამაშობენ? ძალიან დიდი წყვეტაა ფორვარდსა და ნახევარდაცვას შორის. კოხრეიძის თამაში შესწავლილი აქვთ და ფეხს ვერ გაანძრია ჯერ. ესე თუ გავაგრძელეთ, კიდევ გაგვიტანენ სამწუხაროდ (( ძალიან მარტივად ფლანგები ჩაგვიკეტეს და ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობთ. შუიდან არის შესატევი და გამოვა ყველაფერი
123
06 აგვისტო 2019 19:56
3
რა სოფლის გუნდივით გამოიყურებით, აზრზე მოდით ცოტა, კარგია, გოლი დროზე რომ გავუშვით, მიხვდნენ იქნებ, რომ თამაშია საჭირო
ბმბ
06 აგვისტო 2019 19:56
0
Tamashis garda yvelaferi iyo pirvel taimshi.imedia gamoasworeben am antifexburts
Misha
06 აგვისტო 2019 19:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული