ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.



მკითხველის კომენტარები / 26 /
მიუხედავად გამარჯვებისა მიუხედავად ამ წარმატებისა მაინც უნდა ვთქვა რომ ის რაც ხდებოდა მინდორზე არის სირცხვილი.... რა უბედურებაა ამდენი სიმულაცია? ვითომ ტრავმა? ოდნავ შეხება და მიწაზე გორავთ სამარხვინოდ... ვიღაცამ უნდა აუკრძალოს ესეთი საქციელი, რაგბისტებისაგან აიღეთ მაგალითი, ქართული ვაჟკაცობა სად არის თქვენი, კაცურად წააგე არავინ იტყვის ცუდს მაგრამ ის რაც ერევანში აკეთეს სირცხვილია. სომხებსაც გაუკვირდათ წარმოგიდგენიათ? აეთი საქციელი ხალხზე გადააქვთ და ამბობენ რომ ქართველები ასეთი და ისეთი არიანო და ასე შემდეგ.ჩვენ ვაფასებთ გვიხარია თქვენს გვერდით ვართ საბურთალო მაგრამ ნუ შეგვარცხვენთ აფერისტობით..... გუნდს წარმატებები.....
giorgi 777
11:43 08-08-2019
1
გავარდება და არც გაუკვირდება,რას იკლავთ თავს ხალხო ვერ გავიგე.და საბურთალოს გასაგონად ვამბობ, იმედია შეცდომებს შეამცირებთ და ამ უაზრო სიმულაციებსაც შეეშვებით,არარატ არმენია რა ნაგავიცაა კი გამოჩნდა,მაგრამ მაგ თამაშით ცოტა უკეთესი გუნდი თუ შეგხვდათ,კი მიგანაგავებთ!შედეგი მისაღებია,რა თქმაუნდა,ხარისხი საზიზღარი!!!
Tazo
14:20 07-08-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული