ვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" ერევანში 2:1 სძლია "არარატ არმენიას".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა წაგება შემდეგნაირად ახსნა:

"რაც დავგეგმეთ, პირველ ტაიმში შევასრულეთ. არ მახსოვს, რომ მეორე ტაიმში ცუდად გვეთამაშოს.

დღეს შესვენების შემდეგ ჩემს ფეხბურთელებს ფიზიკური დაღლა დაეტყოთ. ზაფხულში 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მათ ადაპტაცია სჭირდებათ.

მეორე ტაიმში პრობლემებს ველოდი. მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა. თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით", - ციტირებს მინასიანს armsport-ი.