10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "არარატ-არმენიასთან" მატჩში

AutoSharing Option
6 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "საბურთალომ" ერევნის "არარატ-არმენია" 2:1 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

Sportall.ge გთავაზობთ "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

ომარ მიგინეიშვილი - 6.5 - თბილისელთა კარის გამოცდილი დარაჯი გასულ შეხვედრაში დამაჯერებელი იყო. გოლი, რომელიც მის კარში გავიდა, მისი დანაშაული ნამდვილად არ ყოფილა. რამდენჯერმე კარგად იმოქმედა და ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სომხები საჯარიმო დარტყმას ასრულებდნენ, გუნდი გოლს გადაარჩინა.

გიორგი რეხვიაშვილი - 6.0 - "საბურთალოს" მცველი ამ მატჩშიც დამაჯერებლად ასპარეზობდა,
მეტოქის შეტევა არაერთხელ ჩაშალა და რამდენჯერმე ბურთსაც გადაეფარა, თუმცა გოლის მომენტში კობიალკო სწორედ მან "დაკარგა".

ლევან კაკუბავა - 6.5 - კაკუბავას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. "არარატ-არმენიას" წინააღმდეგ ის დაცვის ცენტრში გაგი მარგველაშვილის მაგივრად იდგა და გამოცდილება კარგად გამოადგა. მას ხშირად ამოჰქონდა ბურთი დაცვიდან შეტევაში და მეტოქეთა მოტყუებასაც არ ერიდებოდა.

ლუკა ლაკვეხელიანი - 7.0 - "საბურთალოს" ახალგაზრდა  მარცხენა მცველი შეტევაში აქტიურობდა, ცდილობდა. ლევან ყენიას საგოლე გადაცემა სწორედ ლაკვეხელიანმა გაუკეთა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყენიამ ის გოლი თავად შექმნა.

ნიკა მალი - 7.0 - 20 წლის მარჯვენა მცველი, ალბათ, მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ შეგვიძლია დავასახელოთ, მიუხედავად იმისა, რომ გაშვებულ გოლში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე ისაა გიორგი რეხვიაშვილთან ერთად. მართალია, მას სტატისტიკაში არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ ჩაეწერება, თუმცა პირველი გოლი, უმეტესწილად, მისი დამსახურებაა. სწორედ მალის ჩაწოდებულ ბურთს მოჰყვა არეულობა მეტოქის საჯარიმოში და ალთუნაშვილის გოლი. გარდა ამ მომენტისა, ნიკამ მთელი შეხვედრა შეტევაში გაატარა. ის მარტივად ატყუებდა მეტოქის მოთამაშეებს და ხიფათს ქმნიდა.

სანდრო ალთუნაშვილი - 7.0 - კარგი მატჩი ჰქონდა "საბურთალოს" ნახევარმცველს. პირველ ტაიმში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

გეგა დიასამიძე
- 6.5 - გუშინდელ შეხვედრაში "საბურთალოს" კაპიტანი მშვენივრად ასპარეზობდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც თავად შექმნა, თუმცა მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ბურთი ნორმალურად ვერ დაიმორჩილა და საჯარიმოს კუთხისკენ წავიდა, სადაც საბოლოოდ ბურთიც დაკარგა და სიმულაციისთვისაც გააფრთხილეს. მეორე ტაიმში გიორგი გაბედავას ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა, რომელიც პარტნიორმა ვერ გამოიყენა.

ელვინ ტერა - 7.0 - "საბურთალოს" კენიელ ლეგიონერს სავიზო პრობლემები ჰქონდა და გუნდს მხოლოდ მატჩის დღეს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, მან შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, აქტიური იყო.  მართალია შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა დაცვითი ფუნქციები ძალიან კარგად შეასრულა.

გიორგი კოხრეიძე - 7.0 - ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი მატჩის სტარტზე საკმაოდ აქტიური იყო, თუმცა მეორე ტაიმში პრაქტიკულად ბურთი არ ჰქონია, მაგრამ, როცა მიიღო, ნიკოლოზ მალი შესანიშნავ პოზიციაზე გაიყვანა, რასაც "არარატ-არმენიას" კარში გატანილი გოლი მოჰყვა. პირველივე წუთზე უხეშობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ის ბოლო 4 შეხვედრაში 4-ჯერ გააფრთხილეს.

გიორგი გაბედავა - 6.0 - "საბურთალოს" შემტევი აქტიური იყო, თუმცა ერთადერთი რეალური შანსი მიეცა, როდესაც გეგა დიასამიძემ მაღალი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გაბედავას თავური მეტოქის კარს გადასცდა. "საბურთალოს" თავდამსხმელს უკეთ თამაში მართებდა.

ოგნიენ როლოვიჩი - 5.5 - წინა მატჩებისგან განსხვავებით, "საბურთალოს" ლეგიონერს განსაკუთრებული მომენტი არ შექმნია, არც დიდად აქტიური ყოფილა და ის მეორე ტაიმში შეცვალეს კიდეც.

გაგი მარგველაშვილი - 6.0 - "საბურთალოს" კაპიტანი მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო და თამაში შეცდომით დაიწყო, ბურთი ამოტანის მცდელობის დროს დაკარგა და მეტოქეს კონტრიერიშის დაწყების შანსი მისცა.

ლევან ყენია - 7.0 - "საბურთალოს" ახალწვეულმა "არარატ-არმენიას" კარში ძალიან ლამაზი გოლი, ფაქტობრივად, მარტომ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ყენიასთვის ეს ევროტურნირებზე გატანილი პირველი გოლია. გარდა გატანისა, "საბურთალოს" პირველი გოლის დროს ძალიან კარგად იმოქმედა (ძნელი გასარკვევია, იყო თუ არა შეხება, თუმცა, თუ ყენია ბურთს შეეხო, მაშინ საგოლე გადაცემაც მის ანგარიშზეა).

დაჩი ცნობილაძე - შეფასების გარეშე

გიორგი ჭიაბრიშვილი - 8.0 - "არარატ-არმენიასთან" მატჩი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარმა მწვრთნელმა მოიგო. ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება, როდესაც ცენტრფორვარდი ოგნიენ როლოვიჩის ნაცვლად მოედანზე ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი გამოვიდა, საბოლოოდ მატჩის ბედის განმსაზღვრელი გამოდგა. სამი ცენტრალური მცველის წყალობით, ფლანგის მცველებს - მალისა და ლაკვეხელიანს საშუალება მიეცათ, შეტევაში უფრო ღრმად ასულიყვნენ. ამან არათუ შეასუსტა შეტევითი პოტენციალი, არამედ პირიქით, "საბურთალო" უფრო დიდი ძალით წავიდა წინ, რასაც ორი გოლი და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოჰყვა საპასუხო შეხვედრამდე.

altლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]

alt"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: მეორე ტაიმში ალოგიკური გოლები გავიდა

altვარდან მინასიანი: მეტოქემ ვერაფრით გაგვაკვირვა, თბილისში მხოლოდ მოსაგებად გავემგზავრებით

altგიორგი ჭიაბრიშვილი: როდესაც გუნდი სახიფათო კონტრშეტევაზეა და მეტოქე წაქცეულია, თამაში არ ჩერდება

alt"საბურთალომ" "არარატ-არმენიას" თამაში შემოუტრიალა და გაიმარჯვა! [VIDEO]

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
დიასამიძეს ზედმეტად მაღალი შეფასება აქვს არ ეკუთვნოდა როგორც გუნდის კაპიტანი გუნდში ყველაზე ზუსტი რგოლი იყო ზაგრებთანაც და არც არარატთან გამოუჩენია თავი მის ძალიან უპასუხისმგებლო მოთამაშეა ბურთს კარგავს და არც კი მისდევს უკან
Night
07 აგვისტო 2019 16:53
1
ულოცავ საბურთალოს გამარჯვებას!! თუმცა თამაშით იმედგაცრუებული ვართ ყველა თითქმის, უფრო სერიოზულ მეტოქესთან დაისჯებიან მწარედ, მემგონი მწვრთნელმა თაქტიკა ვერ შეარჩია სწორად, ფეხბურთელები უმიზნოდ და უსისტემოდ დარბოდნენ პირველ ტაიმში, კოხრეიძე უდაოდ ნიჭიერია მაგრამ რამდენჯერმე უაზროდ დაკარგა ბურთი შერიფთან მაგის Nაჩვენები ფეხბურთი ერთი სიამოვნება იყო, რა დაემართა ამ ბიჭს?? ქებამ აწყინა?? ან ეს ხელების შლა რა უბედურებაა თითქმის ყველასგან, მოკლედ ბევრია დასახვეწი ძაან, დისციპლინა პირველ რიგში, კოლექტიური ართმევა და შედეგიც მოვა, ჯგუფურ ეტაპთან ძაან ახლოა გუნდი მოინდომეთ ბიჭებო!!!
iponi
07 აგვისტო 2019 15:08
0
ასეთ მაღალ შეფასებებს ნამდვილად არ იმსახურებენ ფეხბურთელები, რეალურად ეს იყო ორ თითქმის თანაბარ გუნდს შორის ცოტა მეტი კლასის ხარჯზე ერთ-ერთის გამარჯვება. ხარისხი საშუალოზე დაბალი... კოხრეიძეს მარტო იმიტომ არ ეკუთვნის 7, რომ მე-4 თამაშში მე-4 ყვითელი მიიღო და ყველა უწყინარ სიტუაციაში, რეხვიაშვილს თავზე ახტებოდა გადმოგდებული ბურთები და 7? ან გაბედავას რატომ დაუწერეთ როლოვიჩზე მეტი? როლოვიჩს არ შექმნია, რომ გაეტანა და გაბედავამ 100% მომენტი გაანიავა. არც ალთუნაშვილს ეკუთვნის 7 და არც ტერას... და მწვრთნელს? მწვრთნელმა წააგო პირველი ტაიმი. თქვენი ზედმეტი ლოიალურობით გგონიათ კარგ საქმეს აკეთებთ?
ლევანი
07 აგვისტო 2019 14:21
1
რაღაც საოცარი შეფასების სისტემა გაამოიგონა ბატონმა ჟურნალისტმა.
6.0 მალიმ კარგად ითამაშა მაგრამ ზოგჯერ აწვალებდა ბურთს.
6.0ლაკვეხელიანმა ბურთი ბევრჯერ დაკარგა, გოლის ეპიზოდში კარგი იყო.
5.0დიასამიძეს ვაკვირდები და არც ერთ თამაშში არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, სულ პრეტენზიებს უყენებს ფეხბურთელებს და მგონი ეს არ იმოქმედებს კარგად.
5.0რეხვიაშვილი კარგია ეპიზოდებში მაგრამ თუ შეცდომას უშვებს, უეჭველი ან გოლია ან საგოლე მომენტი იქმნება.
დასკვნა: 2-3 ტრანსფერის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ მუხტის შენარჩუნება
მოკლე სკამი
07 აგვისტო 2019 14:15
0
ნამდვილად ვეთანხმები სუპერმანს თუ ვინმე იყო გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო ეს უპირველესად ტერაა
giji
07 აგვისტო 2019 13:41
1
ტერამ მართლაც საიმედოთ ითამაში რაც დასაფასებელია
თამაზი888
07 აგვისტო 2019 13:30
0
მწვრთნელის ბრალია პირველი ტაიმის ჩავარდნა. ლაკვეხელიანი და მალი ხშირად მიდიან წინ ამიტომ დაცვაში ფაქტიურად 2 კაცი დარჩა, ორივე შეუთამაშებელი, პოზიციებს ვერ ირჩევდნენ. 4-ვე მცველს ბურთს ზურგს უკან უგდებდნენ და მერე გმირობის ფასად უწევდათ სიტუაციის განმუხტვა. ამტომაც მიიღეს ამდენი ბარათი.
გოლი რეხვიაშვილის და ლაკვეხელიანის ბრალი იყო. ორივე მცველი აგვიანებს უკან დაბრუნებას. მას შემდეგ რაც მარგველაშვილი გამოვიდა, დაცვა გამოსწორდა და გუნდმაც ამოისუნთქა. ვულოცავ ყენიას მაგრამ გოლი იმათი მეკარის ბრალია. პასსებსაც აგვიანებს. საერთოდ ქართველები ინდივიდუალისტები არიან და ძალიან ეგოისტ ფეხბურთს თამაშობენ. კონახიძე იყო ნოლი. 7 რა პონტში დაუწერეთ? ამით აფუჭებთ ახალგაზრდა კაცს. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ გინდა ქართველი ახალგაზრდა გააფუჭო, უნდა აქო და ადიდო.
mdaa
07 აგვისტო 2019 13:17
1
გამაგიჟებთ ეს ჟურნალისტები რა, რას ნიშნავს ელვინ ტერას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია? რამდენჯერ იყო რომ როცა დიასამიძე ან კოხრეიძე ან გაბედავა უაზროდ კარგავდნენ ბურთს და მერე ტერა იბრუნებდა. რამდენჯერ გამოასწორა თანაგუნდელების შეცდომა. საყრდენმა ნახევარმცველმა რა გინდა რომ გააკეთოს სხვა? ნეიმარივით დრიბლინგს ელოდები საყრდენისგან? კაცმა თამაშის დღეს გამთენიისას იმგზავრა და მაინც მაქსიმუმი დადო მოედანზე. არ შეიძლება ესეთი უმადურობა და მარტო ქართველი ფეხბურთელების შექება. იმედია არ დამიბლოკავთ
superman
07 აგვისტო 2019 13:09
1
100%
Spaiderman
07 აგვისტო 2019 13:45
0
გეთანხმები, ტერამ ბევრი შავი სამუშაო შეასრულა ერთი შეხედვით რომ არ ჩანს მაგრამ სხვისი დაკარგული ბურთი ბევრჯერ დაიბრუნა
გიონატ
07 აგვისტო 2019 13:28
0

სიახლეები პოპულარული