თბილისის "დინამოს" მეტოქე "რომას" ფეხბურთელს იმატებს

AutoSharing Option
"რომას" მცველი რიკ კარდსდორფი ახლო მომავალში "ფეიენოორდში" იჯარის წესით გადავა.

24 წლის ჰოლანდიელი როტერდამულ კლუბში 2014-17 წლებში გამოდიოდა. ფეხბურთელი უკვე ჰოლანდიაშია და იჯარის საბოლოო დეტალებს განიხილავს.

გასულ სეზონში კარსდორფმა სერია A-ში 11 მატჩი გამართა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ფეიენოორდი" 8 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

დინამოელები როტერდამში 6 აგვისტოს ჩაფრინდნენ და მატჩისთვის ემზადებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული