[ექსკლუზივი] ბათუმის "დინამო" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს იმატებს!

AutoSharing Option
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა 22-ე ტურით განახლდა.

ბათუმის "დინამოს", რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩემპიონატს ლიდერობდა, ბოლო პერიოდში ჩავარდნა აქვს, აჭარულმა კლუბმა ბოლო 5 ტურში ერთი შეხვედრის მოგებაც ვერ მოახერხა.

"დინამომ" შესაძლო 15 ქულიდან მხოლოდ 2 მოიპოვა, 3-ჯერ კი დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ლიდერებს შორის იმყოფება.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შავიზღვისპირული კლუბი ზამთარში მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებს, ერთ-ერთ მთავარ ტრანსფერად კი "ტობოლისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის გადაბირებას განიხილავს.

თავის მხრივ, არც "ტობოლს" აქვს საქმე კარგად, თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი
ვლადიმერ გაზაევი წავიდა, კლუბში კი ფინანსური პრობლემებია.

ბათუმის "დინამოში" საქართველოს ნაკრების ორი წევრი უკვე თამაშობს - გიორგი ნავალოვსკი კლუბს სეზონის წინ, ჯაბა ჯიღაური კი რამდენიმე დღეა, რაც შეურთდა.