ფელის ვისენტე: თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდთან" მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ ვემზადებით მატჩისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და ხვალ ვნახავთ, ვინ ითამაშებს სასტარტო თერთმეტეულში.

"ფეიენოორდის" ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, საკმაოდ მძიმე მატჩი იქნება, სახელოვან გუნდს ვეთამაშებით, თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს.

ყველაფერს გავაკეთებთ, 200 პროცენტით დავიხარჯებით და ვეცდებით, კარგი თამაში შემოგთავაზოთ", - განაცხადა ფელის ვისენტემ.

"ფეიენოორდისა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება 8 აგვისტოს, ჩვენი დროით 21:30
საათზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.

altიაპ სტამი: "ფეიენოორდში" სატრანსფერო ცირკია - საქართველოში მითამაშია, "დინამო" კარგი გუნდია

alt"დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

მკითხველის კომენტარები / 6 /
D ძველ ბერძნული ანბანიდანაა, რომელიც შემდეგ ლათინურშიც გადაიღეს. რუსებმა კი შემდეგ წაიღეს თავისი ანბანისთვის შუა საუკუნეებში . გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ძველმა ბერძნებმაც და ლათინებმაც ქართული ანბანის საფუძველზე შექმნეს საკუთარი დამწერლობები. თუმცა ეს ჩვენი ისტორიკოსების დასამტკიცებელია. ურა-პატრიოტებს რჩევას მოგცემთ: წიგნი წაიკითხეთ და "რუსთავი2"-ს ნაკლებად უყურეთ.
პატრიოტი
08 აგვისტო 2019 16:01
0
არარის ეგ რუსული, ლათინურია, რუსებმა თითონ მოიპარეს ლათინურიდან, ფრანგები და იტალიელებიხ ეგრე წერენ
Hit em up
08 აგვისტო 2019 13:42
1
ის რომ ლათინურია გეთანხმებით,ხოლო ფრანგებიო რომ ამბობთ,ფრანგებს ერთი ასო არააქვთ მათი და ფრანგები ამ მაგალითისთვის ნამდვილად არ გამოდგებიან....ხოლო ასო დ..D...Д არის ლათინური
დდდდდ
08 აგვისტო 2019 17:02
0
რუსული ასო "დ" რატო არ იშორებენ გულმკერდიდან? კიდე ეროვნულ სტადიონზეც დახატეს.ქართული უფრო ლამაზი არაა?
rustavi
08 აგვისტო 2019 03:07
5
არა არის რუსული.
თემო
08 აგვისტო 2019 12:45
0
რატო რუსული, ლათინური D ეგრე არ იწერება?
გიორგიპირველი
08 აგვისტო 2019 11:07
0

სიახლეები პოპულარული