თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო  შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო
მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)
გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 65 /
ეს დინამო "იმ" დინამოს დონეს მიაღწევდა შემადგენლობა - "სასტავი" სამი წელი მაინც რომ შეინარჩუნოს!
aburjga
08:39 12-08-2019
0
რაც ვართ ეს ვართ რა ქვეყანა და ეკონომიკაც გვაქვს იგივე დონეზეა ფეხბურთი. თავს ზევით ძალა არაა ანდორას ვჯობივართ მეზობლებს ხანდახან ვჯობივართ ევროპის საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ჩვენი ადგილი არ არის...
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული