თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" სტუმრად "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურდა.

ზედ თამაშის დაწყების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გაბალასთან" თბილისური მატჩისას რასისტული შეძახილების გამო "დინამო" "ფეიენოორდთან" საპასუხო  შეხვედრას "დინამო არენაზე" ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს და უცნობი იყო, ეს ამბავი ჩვენს გუნდზე როგორ ფსიქოლოგიურ გავლენას მოახდენდა.

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


"დინამოს" მწვრთნელმა ჩისკომ "ლოკომოტივთან" ეროვნული ლიგის ბოლო მატჩში დაყენებული შემადგენლობა არ შეცვალა და მატჩიც დაიწყო. დაიწყო
მასპინძელთა შეტევებით და ლარსონმა რამდენიმე მეტრიდან ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ჰეპსს გოლის გატანა პერალესმა არ დაანება.

"დინამო" საკუთარ საჯარიმოს იყო მიჯაჭვული და კონტრშეტევას საერთოდ ვერ ახერხებდა. პირველად მეტოქის კარში 22-ე წუთზე შენგელიამ დაარტყა და ვერმეერი ბურთს ადვილად დაეუფლა.

სადღაც 30-ე წუთისთვის ჩვენმა გუნდმა ბურთი გააგორა, თამაშიც გაათანაბრა, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშის მიტანა უჭირდა.

სამწუხაროდ, 42-ე წუთზე ჩვენმა მცველებმა საჯარიმოდან ბურთის ატანა ვერ შეძლეს და სინისტერამ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმი ჰოლანდიური გუნდის შეტევით დაიწყო და ჰეპსის და სინისტერას დარტყმული ბურთები პერალესმა მოიგერია. მეტოქე უფრო სწრაფად მოქმედებდა და დასწრებაზე დინამოელებს უმეტესად ჯაბნიდა.

შემდეგ ვერმერმა კუხიანიძესა და ქავთარაძეს არ დაანება გოლის გატანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესულმა შულაიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი კი კობოურმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე მონხილს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ბერგჰუისმა მესამედ დალაშქრა პერალესის კარი, ხოლო ცოტა ხანში ნარსინგმა - მეოთხედ.

მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა დიდი იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

როტერდამი. "დე კუიპი"
ფეიენოორდი - დინამო (თბ) 4:0
გოლები: 1:0 სინისტერა (42), 2:0 კობოური (82 საკ. კარში), 3:0 ბერგჰუისი (84, პენ), ნარსინგი (87)
გაძევება: შულაია (78)

ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი

დინამო: პერალესი, რუხაი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, კუხიანიძე (ქარდავა 77) , ნინუა, ქავთარაძე (კარიკარი 86), პაპავა, შენგელია (შულაია 46), კუტალია

altფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით

altიაპ სტამი: საქმე დასრულებული არ არის - თბილისში სწრაფი გოლი არ უნდა გავატანინოთ

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 65 /
ეს დინამო "იმ" დინამოს დონეს მიაღწევდა შემადგენლობა - "სასტავი" სამი წელი მაინც რომ შეინარჩუნოს!
aburjga
12 აგვისტო 2019 08:39
0
რაც ვართ ეს ვართ რა ქვეყანა და ეკონომიკაც გვაქვს იგივე დონეზეა ფეხბურთი. თავს ზევით ძალა არაა ანდორას ვჯობივართ მეზობლებს ხანდახან ვჯობივართ ევროპის საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ჩვენი ადგილი არ არის...
912
09 აგვისტო 2019 13:34
2
ახლა ნუ გადაუვლით ამ ბიჭებს რა გუშინწინ რა ვიცი რა ეპითეტებს არ უძღვნიდით იგივე შენგელიას არიქ მეორე რამაზ შენგელია და ჰაი და ჰუიო რომ დავწერე რო ამათი შედარება არ შეიძლება იმ დინამოს ფეხბურთელებდანთქო ატყდა ერთი ვაი ვიში არიციან ბაბა მეტი ამათმა და მიტოა საქართველოს ფარგლებს იქეთ როვერ მიდიან აპა ყიფიანს შენგელიას და გუცაევს ვინ ოხერი გაგიჩერებდა დინამოში დღეს. ისე ჟურნალისტებიც მაგრა ცოდავენ დიდი ბაქიბუქის პონტში ესეც ხო სიმართლეა.
zaza
09 აგვისტო 2019 13:22
1
ის შენგელია (ღმერთმა აცხონოს, დიდ პატივს ვცემ) ყიფიანის და გუცაევის გარეშე ამ შენგელიაზე მაგარი ვერ იქნებოდა! )))
aburjga
12 აგვისტო 2019 08:41
0
პატ.დავით 67 გასაგები იქნებოდა,რომ ასეთი კითხვა დაესვა ქართული ფეხბურთის ახალგაზრდა გამოუცდელ გულშემატკივარს,ვისაც არ უნახავს ადრინდელი წლების თბილისის დინამოს ევროტურნირებში მაღალ დონეზე რთულ მატჩებში მონაწილეობა და ვისაც კარგად არ ესმის ორი მატჩის გასვლა-მიღების პრინციპის მნიშვნელობა!
--------------------------------------------------------------------------
თამაშს რადიოში უსმენდი? რა მნიშვნელობა აქვს რა ანგარიში იყო 82 წუთამდე. თამაშის ხარისხი მოგეწონა დინამოსი?
დავით 67
09 აგვისტო 2019 06:56
გიოშა 64
09 აგვისტო 2019 12:24
1
ხალხნო რა მოგივიდათ ეს რა უბედურებაა-ასეთი რამ არასდროს მომხდარა,დინამოს დიდების წლებშიც კი,რომ ქართველ ფეხბურთის გულშემატკივარს გასვლითი მატჩის წაგებისთვის გამეტებით მიწასთან რომ გაესწორებიოთ საყვარელი გუნდი! როგორ გაბედა და რას ქვია არ აჯობა მასპინძელს,მასზე მაღალი კლასის გუნდს.თითქოსდა დღევანდელი თბილისის "დინამო" წლების მანძილზე სისტემატიურად ხვდებოდეს ფეიენორდის მსგავს და უფრო ძლიერ გუნდებს და ამიტომ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ მაღალი დონეზე თამაში.
გიოშა
12 აგვისტო 2019 20:02
0
მეცინება თქვენს მოსაზრებაზე!
ესეიგი რასაც თქვენ ხედავთ და ასე თავდაჯერებით ფიქროფთ და გგონიათ-აუცილებლად ისე უნდა მოხდეს? :) აი ეს არის ზუსტად აბსურდი! თქვენგან განსხვავებით მე მქონდა ვარაუდი იმისა,რომ 0-1 წაგების შემთხვევაში ორი მატჩის ჯამში შესაძლებელი იყო სასურველი შედეგის მიღწევა,იმის გათვალისწინებით,რომ შარშან უსახელო გუნდმა ტრენჩინმა გ ა ა ნ ა დ გ უ რ ა ფ ე ი ე ნ ო რ დ ი!
გიოშა
12 აგვისტო 2019 02:50
0
ყველა გამოხმაურება
საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო იყო ქვეყნის სირცხვილი! არა დიდი ანგარიშით წაგების გამო, არა თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არამედ იმიტომ რომ 8 აგვისტოს როცა მთელი ქვეყანა დამწუხრებული იხსენებს რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპულ ასობით ქართველ მეომარს, დაღუპულ ასობით მშვიდობიან მოქალაქეს, ამ დროს ქართული კლუბი რომელიც ასოცირდება მთლიანად ქართულ ფეხბურთთან, რომელიც ასოცირდება ქართული ფეხბურთის ისტორიასთან სათამაშოდ გადის მაისურით რომელზეც კლუბის ემბლემად რუსული ალფავიტის ასობგერა д აქვს გამოსახული. თავისი ქვეყნის 2 ათასწლოვანი დამწერლობის ალფავიტში თურმე კლუბმა ვერ იპოვა ასობგერა დ -ს აღმნიშვნელი და იპოვა რუსულ ალფავიტში, იმ ქვეყნის ალფავიტში რომელიც ქართულ ქალაქებს 11 წლის წინ ბომბავდა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბებით რომ მშვიდობიან მოსახლეობაში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, რომელიც ძარცვავდა, აუპატიურებდა, კლავდა ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელმაც მოახდინა აფხაზეთის და ოსეთის ოკუპირება, რომელიც ყოველდღე იტაცებს ქართულ მიწებს და მავთულხლართების გავლით ჩვენი მოქალაქეები ეგრეთ წოდებული საზღვარს იქეთ მოაქცია. სირცხვილი კლუბს! სირცხვილი კლუბის პრეზიდენტს! თქვენ სამარცხვინოები იყავით ყველა ასპექტში როგორც საფეხბურთო ისე მორალური თვალსაზრისით მაგრამ თუ საფეხბურთო თვალსაზრისით შეიძლება პატიება მოგეძებნოთ მორალური თვალსაზრისით თქვენი პატიება შეუძლებელი
moqalaqe
09 აგვისტო 2019 12:08
10
შეგვაზანზარე რა?! ალბათ 30 წლამდე ასაკის ხართ?! რავა უკუღმართად გაქვთ ახალგაზრდებს, თითქმის ყველას, ჭკუა მომართული?!
aburjga
12 აგვისტო 2019 08:45
0
ჯერ ერთი რომ ეგ რუსული დ არ არის და მეორე: თუ რუსულია 8 აგვისტოს გარდა სხვა დღეებში რატომ უნდა ეწეროთ და შავი სამკლაურები რატომ არ ეკეთათო რომ გეთქვა ეგ გასაგები იქნებოდა.
???
09 აგვისტო 2019 23:25
0
როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები, სად დინამო და სად ისინი, ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან, თანაც ჯერ ფორმაში არ ყოფილან. ჩვენს გუნდებს ახასიათებთ 5-8 წუთში 3 გოლის გაშვება.
x.x
09 აგვისტო 2019 11:57
1
ტაიმს ბოლომდე ვერ უძლებენ ვერც პირველს ვერც მეორეს და უკლასობაზე ლაპარაკი კიდე არც ღირს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 აგვისტო 2019 11:48
0
ძალიან გთხოვთ ყველას, რომ არ დავიწყოთ ეხლა გუნდზე და ფეხბურთელებზე "გადავლა" ყველაფერი ხდება ფეხბურთში ვიცი ძალიან დასანანია მარცხი, მაგრამ არა უშავს შეიძლება ეს გაკვეთილად წაადგეთ ფეხბურთელებს, რომ შემდგომში უფრო ბრძოლისუნარიანად და არა დაცვაში ჩადგომა არამედ ითამაშონ პრინციპით" კარგი დაცვაა, კარგი თავდასხმაა" ვიცი ფსიქოლოგიურად ძალიან გულგატეხილები იქნებიან ბიჭები და ამიტომ ჩვენც ჭეშმარიტმა ქომაგებმმა უფრო არ დავუმძიმოთ სიტუაცია.
გავითვალისწინოთ! გია1-ი.
09 აგვისტო 2019 10:49
12
დინამოს გუშინდელი თამაში უბრალოდ სირცხვილია, ესეთი მშიშარა და დაბნეული ახალგაზრდების იმედად ჩემი მტერი იქნა, ყველაზე მეტი ბურთთან შეხება მეკარეს ქონდა დანარჩენები კურდღლებივით იმალებოდნენ ბურთი რომ არ მიეღოთ, რამ შეგაშინათ ფეხბურთის სათამაშოთ გახვედით ომში ხომ არ წაუყვანიხართ ვინმეს
ეეეე
09 აგვისტო 2019 10:38
3
პორნოგრაფიული მასტერკლასი როტერდამელი ჯეელებისაგან
Alberti
09 აგვისტო 2019 10:34
6

სიახლეები პოპულარული