თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ გააკეთა.

"ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე არ გვითამაშია ცუდად. ამის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილების გამო კაცნაკლულნი დავრჩით. ამ პერიოდში გუნდიც აირია და ასეთი შედეგი მივიღეთ.

ამის გამო მეორე მატჩში თამაშის შემოტრიალება გართულდება.

ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით, მთლად სამართლიანი არ იყო შულაიას
გაძევება.

შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.

თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა და ვერ გეტყვით, ვინ იასპარეზებს საპასუხო შეხვედრაში. შევეცდებით, სახლში მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გულშემტკივრის იმედიც გვექნება", - აღნიშნა ვისენტემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აბა რას ელოდი ჯიგარ? გულზე ხელი დაიდე და ისე თქვი
ალეკსანდრე
09 აგვისტო 2019 15:28
1
ეს იყო ლოგიკური შედეგი, იმ თამაშისა რაც ითამაშეს, თუმცა მეტიც არ შეუძლიათ, თავს ზემოთ კი ვერ ახტები. ისე ატყუებ დნენ ჰოლანდიელები ჩვენ 4-5 მოთამაშეს ერთდროულად (ახლა ფეხებს შუა გატარება?) თითქოს პატარა ბავშვებს ეთამაშებოდნენ. რა კლასიცაა ის ანგარიშიც დადგა.
დათო
09 აგვისტო 2019 14:41
0
მართალია
l
09 აგვისტო 2019 17:50
0
გვაკლია პროფესიონალიზმი მაგ. შულაიას პირველი ყვითელი არაპროფესიონალიზმის
ბრალი იყო, თუ გინდ მონხილის ხელი, საჯარიმოში გაფარჩხული არ უნდა ახტე და თუ გინდ კობოურის ავტო გოლი, ხედავდე უნდა ან უნდა გრძნობდე რომ უკან მეტოქე არ გყავს და შეგიძლია გაატარო.
გვაკლია გამოცდილება, თამაში მსაჯის სასტვენამდე გრძელდება.
გვაკლია ფიზიკური მომზადება, 35-35 წუთს ვთამაშობთ ტაიმებს.
გვაკლია ფსიქოლოგიური მომზადება, 0:1 და 0:2 არ არის ტრაგედია, უნდა გააგრძელო იგივე შემართებით.
მოკლედ ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, რომ ფეინოორდის დონის გუნდებთან თამაშის წინ ასეთი თამამი იმედები დავისახოთ.
ალიკა
09 აგვისტო 2019 12:27
0
ტაიმს ბოლომდე ვერ უძლებენ ვერც პირველს ვერც მეორეს და უკლასობაზე ლაპარაკი კიდე არც ღირს
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 აგვისტო 2019 11:50
0
როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები, სად დინამო და სად ისინი, ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან, თანაც ჯერ ფორმაში არ ყოფილან. ჩვენს გუნდებს ახასიათებთ 5-8 წუთში 3 გოლის გაშვება.
x.x
09 აგვისტო 2019 11:48
0
ძალიან ლოგიკური და სამართლიანი შედეგი მივიღეთ ბატონო ფელის, ის რაც გუშინ დინამოს შეგირდებმა აჩვენეს, არაფერი ჰქონდა საერთო ფეხბურთთან და პროფესიონალიზმთან. სიმართლე უნდა ითქვას, რომ უსამართლო და ალოგიკური იქნებოდა დინამოს გამარჯვება და არც ფრეს არ ვიმსახურებდით.
დაცვაში ჩამდგარი გუნდი, რომელიც ბურთის ართმევას არ ცდილობს, ორი-სამი მეტრის მანძილზე გადაცემას ვერ აკეთებს, ბურთზე მისვლას აგვიანებს და ასე შემდეგ ესეთი გუნდი იმსახურებს იმ შედეგს რაც გვაქვს.
Zero
09 აგვისტო 2019 09:31
5
კი მაგრამ რატომ იყო არასამართლიანი შულაიას გაძევება?სწორედაც სამართლიანი იყო.შეცვლაზე შემოვიდა დასვენებული კაცი და რამდენიმე წუთში ორი სამართლიანი,არასაკიდებელი გაფრთხილება აიკიდა.მატჩის შედეგი კი მართლაც არასამართლიანია,თუმცა სეც ჩვენი გამოისობით.პირველი სამი გოლი ხომ ჩვენ თვითონ შევქმენით.პირველ გოლზე რუხაიამ დაიწყო ყველაფერი,როცა უაზროდ გამოიტანა ბურთი და შესანიშნავი პასი გაუკეთა მეტოქეს,მეორეზე ჯერ გაძევება,შემდეგ ავტოგოლი,შეშინებული კაცისაგან და მესამე,ჯერ პენალტი,შემდეგ კი პენალტის ფეხებს შორის გაშვება.რა თქმა უნდა მესამე გოლის ორივე სიტუაცია,სრული შემთხვევითობა იყო,მაგრამ მაინც.წელს უკვე მერამდენე შემთხვევაა,როცა მეორე გოლზე ჩვენი გუნდები მესამე სართულიდან გადმოგდებული პიანინოსავით იშლებიან და თამაშს წყვეტენ.რა თქმა უნდა ფეინოორდი ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია,მაგრამ აქაც გამოჩნდა,რომ სასურველი ფორმისაგან და შეთამაშებისაგან და,ძალიან შორს არიან.რამდენი არგასაფუჭებელი ბურთი ვერ გაიტანეს პირველ ტაიმში და გაძევების მომენტისათვის,უკვე ჩვენები თამაშობდნენ ანგარიშის გათანაბრებაზე და ძალაც ჩვენებს მეტი უჩანდათ შემორჩენილი.აღარ მინდა შულაიას კიდევ რაიმე დავუმატო,თავისი დარდიც ეყოფა,მაგრამ ეს სრული არაპროფესიონალიზმია.ქართულმა გუნდებმა კი სპორტის ყველა სახეობაში,ფსიქოლოგიური მზადება რადიკალურად უნდა გააძლიერონ.რამეთუ ბოლო წუთებზე თითქმის ვერასოდეს ვინარჩუნებთ უპირატესობას,თუ მეტოქე ბოლომდე იბრძვის და თვითონ კი წყვეტენ გეგმაზომიერ ბრძოლას,თუ საგრძნობი სხვაობით მარცხდებიან.ახლა მხოლოდ ის მინდა,რომ თბილისშიც არ წავაგოთ და საერთო კოეფიციენტი,ცოტა მაინც გავაუმჯობესოთ.ფეინოორდი ერთი კვირის შემდეგ,გაცილებით უკეთეს ფორმაში იქნება და უფრო თავდაჯერებულიც.სამწუხაროა,რადგან ამ თამაშში,დინამოს ნამდვილად შეეძლო მატჩის ბოლოს კუდის გამოქნევა.
სოსო
09 აგვისტო 2019 09:11
2
სისულელე გააკეთა შენგელიას შეცვლით
თამაზი
09 აგვისტო 2019 05:08
3
ვის არ მოგეწონათ ჩემი კომეტარი? სულ ასე არ ისმის მედიიდან? იმას რატომ არ აპროტესტებთ? რაღა დარჩა - აქაც გადმოვიტანოთ ეს მისამღერი და ეგ არის

ჰო კიდევ ქიბარ ხალვაშიც - ახლა მიკარნახეს...

kote
09 აგვისტო 2019 02:05
14
რახდება გამაგებინეთ ტოო??
Oto
09 აგვისტო 2019 01:45
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული