რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი, სანჩო პანსასავით აღელვებული, დონ კიხოტს მისდევდა და წარმოსახვაში წარმოიდგენდა, თუ როგორ ეთამაშებოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამო" თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ წარმოსახვაში გვავიწყდებოდა ის ამბავი, რა დონეზე ვიყავით და სად? მავანნი იტყვიან, რომ ჟურნალისტები საკბილოს ეძებთო ან თუ მატჩამდე დაიწერებოდა რაიმე, დაგვაბრალებდნენ, ეგ არის, ფეხბურთელებს გუნება-განწყობას უფუჭებთო.

ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში
გვეგონა, რომ "დე კუიპზე" ისევ ის "დინამო" იდგებოდა, რომლის ისტორია დღევანდელ თაობას არ გვახსოვს და მხოლოდ ძველ კადრებში შეგვიძლია ვიხილოთ ან უფროსების მონაყოლი გავიგონოთ.

დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.

რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.

წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც  - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.

"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.

ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.

"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.

დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.

ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.

P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

alt იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა

მკითხველის კომენტარები / 42 /
წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.გუშინ თბილისის "დინამო"კი 82 წუთამდე 0-1 აგებდა...
ძალიან კარგი გუნდია დღევანდელი თბილისის დინამო-მათ აუცილებლად გამოცდილი ფსიქოლოგი სჭირდებათ! იოჰან ბოსკამპა კარგად იცის ქართველების მენტალიტეტი და ზუსტად ამან განაპირობა ტაიმების ბოლოს გაშვებული გოლები.მახსენდაბა და ახლაც თვალწინ მიდგას ბოსკამპის მწრვთნელობისას საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთებზე წაგებული მატჩი და მრავალი სხვა.
გიოშა
09 აგვისტო 2019 15:27
2
საერთოდ მიკვირს საქართველოში გუნდები რომ არსებობენ.შემოსავალი ნულია.ფიფიას კი არ უნდა აგინებდეთ უნდა აქებდეთ რომ ხელფასებს უხდის ფეხბურთელებს ალბათ თავისი ბიზნესიდან.ტვინი გაანძრიეთ რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში ასობით მილიონებს იხდიან ფეხბურთელებში და ჩვენ ყველანაირად გაუბედურებულ ქვეყანაში ფიფიასნაირები გუნდების შენახვას ახერხებენ.
აზრზე მოდით
09 აგვისტო 2019 15:13
10
ინახავს რა სახლში წაიღებს? ფეხბურთი სანახაობაა ხალხისთვის, დინამო კი ქართველებისთვის ფეხბურთზე მეტია, ჩვენი სიამაყე იყო ყოველთვის და ნაძირალა ფიფია დაგვცინის. კარგად გაიხსენეთ ორიოდ წლის წინ ლიგის შესარჩევების დაწყების წინ რომ გამობრძანდა და გაგვიცხადა ისეთ ლეგიონერებს მოვიყვან, ყველას გაგეხარდებათო. მოიყვანა? მოიყვანა კი არა ვინც გვყავდა იმედისმომცემი ყველა გაყიდა. დინამო ქარვასლად გადააქცია და ის ინახავს დინამოს? მგონი დინამო ინახავს უკვე, არადა გუნდში შეენარჩუნებინა ის ფეხბურთელები და თითოეულ მათგანში აიღებდა მეტს, ვიდრე ყველაში ერთად აიღო. როგორმე უნდა ვაიძულოთ გაყიდოს გუნდი, თბილისის დინამო ისეთი ბრენდია აუცილებლად გამოუჩნდება სერიოზული მყიდველი და თუ ასე უყვარს ფიფიას ფეხბურთი ნებისმიერი სხვა ქალაქის გუნდი იყიდოს იმ ფულით და ათ აკადემიასაც ეყოფა, ჰოდა ზარდოს და ყიდოს რამდენიც უნდა, დინამოს კი თავი დაანებოს. გვაფურთხებს სულში ეს არამზადა. წადი რა, ქაჯან, დროა უკვე.
emigranti
10 აგვისტო 2019 05:19
0
ბოლოს მაინც ჩაიჯვეს
zaza
09 აგვისტო 2019 15:09
8
და ეს მიკვირს სად მიდიან, ვის რათ უნდათ ეს მიცვალებულები
lasha
09 აგვისტო 2019 15:02
4
დანა პირს არ მიხსნის...მაგრამ....გამახსენდა სსრკ დროინდელი საქართველოს პირველობის მატჩი...ანგარიში იყო 9:1 და როდესაც წინ მყოფმა გუნდმა მეათე ბურთი გაიტანა... გუნდმა რომელიც 9:1 აგებდა მსაჯზე გაცხარებული იერიში მიიტანა ..მეათე (10)! ბურთი თამაშგარედან გაიტანესო.. მახსოვს სტადიონი ჩაბჟირდა სიცილისაგან!!! (მახსოვს გუნდები მაგრამ შეგნებულად არ ვწერ სახელებს რომ ხალხებს შორის "ჩორტის" ჩამოგდება არავინ დამაბრალოს). ასევე ძალიან სასაცილოა ჩვენი ესპანელი მწვრთნელის განცხადება ...
"ფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით"..შე კაი დედმამისშვილო აბა ოქროს ბურთს ვიმსახურებდით??
სამჯერ გადავედით მეტოქის ნახევარზე...ასე ჩვენ დინამოს სსრკ პირველობაზე კრილია სოვეტოვი და კაირატი ეთამაშებოდა....სიმართლეს თვალებში თუ არ შევხედეთ წინ ვერ წავალთ..როგორც კი ახალგაზრდა ბიჭი (17-18 წლის) საქართველოს პირველობაზე ცოტას გაიფაფხურებს ფიფია და ძმანი მისნი ეგრევე უცხოეთში უკრავენ თავს და ამის მერე დინამოს!.დიახ დინამოს! მწვრთნელად ნიშნავენ გუშინდელ ფეხბურთელს (როგორჩ ბრძანეს "მაესტრო" ჩისკოს) . ეს მე როგორც სტაჟიან გულშემატკივარს მიმაჩნია მიზანმიმართულ ქმედებათ ქართველი ერის სასიქადულო გუნდის წინააღმდეგ...4 და 5 ნოლს რეალი და ბარსელონაც აგებენ მაგრამ ასე უსუსურად და უკლასოდ არ გამოიყურებიან..
დინამოდან პერსპექტიულ ფეხბურთელებს უშვებენ და აყავთ ჩამოწერილი ფეხბურთელები ჭ-კლასის გუნდებიდან.....ამას უნდა მოეღოს ბოლო ....ეს გუნდი ბატონო რომან საქართველოს სიამაყეა ...დაცინვაა როცა ბრძანებთ რომ ვერ აკავებთ გუნდში პერსპექტიულ ფეხბურთელებს..არსებობს კონტრაქტი და კონტრაქტის დარღვევეის უფლება არავის არა აქვს...ამ ფეხბურთელებს არავინ არ აიყვანს თქვენი თანხმობის გარეშე..
Like · Reply · 1m
Facebook Comments Plugin
Nugo
09 აგვისტო 2019 14:59
5
ალმაატის კაირატი თბილისის დინამოსთვის ყოველთვის უხერხული მეტოკე იყო სსრკ-ს ჩემპიონატში, გვიჭირდა მათთან მოგება.
გიოშა
10 აგვისტო 2019 03:19
0
სანამ ჩისკოზე ილაპარაკებთ იმ მწვრთნელის გვარი თქვის ფიზიკაში რო ვერ მოამზადა დინამო
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 აგვისტო 2019 14:56
0
ამ ფიფიას გამკვირვებია, ყიდი-ყიდი, ამ დაუღვინებელ ფეხბურთელებს, მარა სადმე წესიერ ადგილას გაყიდე რა აიჩემე ეს გენტი, შტურმი და ეხლა ესპანეთის მე-2 ლიგა. ჩაკვეტაძის გენკში გაშვება იქნებოდა? რომელსაც სხვათაშორის ტრამვა თანაგუნდელმა მიაყენა, როცა უკვეე ბურთი გადავარდნილი იყო და მის მოსატანათ მიდიოდა და მერე ლამის მთელი წელი ბიჭს ოპერაცია გაუჯანჯლეს, ასეთ ხისთავიანებში გაუშვა ასეთი ტალანტი და სხვებს სად უკრავს თავს წარმოდგენაც არინდა.
Kkk
09 აგვისტო 2019 14:49
6
აქეთ ფიფია, იქით ხეჩიკაშვილი, სირცხვილია, გაამამლუქეს ქართული ფეხბურთი.. ჯერ სიფათებზე შეხედეთ, ამათ რა ესმით ან სპორტის ან ბიზნესის, მართლა, რა ენაზე იშოვეს ეს ამდენი ფული, კაი რა მართლა, არ გიტყდებათ???
123
09 აგვისტო 2019 15:20
7
შეიძლებოდა ამ თამაშში 1:1-ზე ჩალიჩი
ისევ რაგბის მივაწვეთ
09 აგვისტო 2019 14:45
10
ფიზიკა, მენტალობა და ფსიქოლოგია წესრიგში რო ქონოდათ შეიძლებოდა
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 აგვისტო 2019 17:34
0
სწორი ანალიზია!!
zaza
09 აგვისტო 2019 14:45
1
მერამდენედ გწერთ: გამოაცხადეთ კონკურსი ახალ კონცეფციაზე. ეს უვარგისია და ისიც მალე დამთავრდება.ვიცი მაინც არაფრის მაქნისები ხართ. ყოველ წელს ერთიდაიგივე კოლაფსი ჭკვიანს არ დაემართება. ვიღაცა კი მორგებულია მშვენივრად და "მონებით" ვაჭრობით კმაყოფილდება.
ვეტერანი
09 აგვისტო 2019 14:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული