ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

AutoSharing Option
Sportall.ge გამოცდილ მწვრთნელსა და თბილისური კლუბის ყოფილ ფეხბურთელსა და თავკაცს, კახა კაჭარავას "ფეიენოორდი"-"დინამოს" (4:0) დაპირისპირებაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ თბილისის "დინამოს" სწორედ კახა კაჭარავა ხელმძღვანელობდა.

ბატონმა კახამ ჩვენთან საუბარში ის პრობლემები წარმოაჩინა, რაც ხშირად ევროტურნირებზე შედეგზე აისახება.

- ანგარიშიდან გამომდინარე, რთულია ამ თემაზე საუბარი. "დინამოს", ალბათ, უფრო კარგად გამოუვიდოდა თამაში, კაცნაკლული რომ არ ყოფილიყო. "დინამოს" დრო სჭირდება, რომ ჩამოყალიბდეს. კარგი გუნდია - კარგად ორგანიზებული. ფეხბურთელებს კი გამოცდილება დააკლდათ. თუ ეს გუნდი შენარჩუნდა, აქვს შესაძლებლობა, კარგი მომავალი ჰქონდეს. "ფეიენოორდისნაირ" კლუბებთან
იღებენ ჩვენი გუნდები გამოცდილებას.

- თქვენ ფიქრობთ, რომ წინა შესარჩევიდან ამ შესარჩევამდე თბილისის "დინამო" გაიზარდა?
- რა თქმა უნდა, გაიზარდა. ყველაფერს უნდა დრო. მაინც ახალი გუნდია, ერთი თვის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს. თუ "დინამო" ამ ბირთვს შეინარჩუნებს და კიდევ დაიმატებს ორ-სამ ფეხბურთელს, რომელიც გააძლიერებს გუნდს, კარგი იქნება. "დინამოში" ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა ვფიქრობ, "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში.

- თუმცა, ბატონო კახა, თქვენს დროსაც იყო იგივე პრობლემა, რომ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები მიდიოდნენ კლუბიდან ევროპის საშუალო დონის გუნდებში და იქ ვეღარ ახერხებდნენ წარმატების მიღწევას. ხომ არ ჯობია, რომ კლუბმა მაქსიმუმი გააკეთოს მათ შესანარჩუნებლად?
- ფეხბურთელის შენარჩუნება საქართველოში რთულია. მოდი, რეალურად ვიმსჯელოთ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი ქვეყანაა, სადაც ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან და ერთი ჩვენ ვართ. გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს ირგვლივ, რა თანხებზეა საუბარი.

ფეხბურთელებს აქვთ 10-12 წელიწადი, რომ ამ პერიოდში თავიანთი კაპიტალი შეაგროვონ. ყველას უნდა, რომ წავიდეს და კარგ ქვეყანაში იცხოვროს, კარგ დონეზე ითამაშოს.

ერთია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რაც აკლიათ - ეს არის პროფესიონალიზმი. უცხოეთში არავინ შეგეხვეწება, მოდი ვარჯიშზეო. არ მიხვალ, კარგად იყავიო, გეტყვიან.

ჩვენები ტალანტები და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არის არასწორი მიმართულება მიცემული ბავშვობაში და პროფესიონალად ვერ აყალიბებენ ფეხბურთელებს. შენ რომ პროფესიონალად გაზარდო ბავშვი, შენ თავად უნდა იცოდე, რა არის პროფესიონალიზმი.

ეს არის ჩვენი პირველი პრობლემა, მეორეხარისხოვნად ვაყენებთ ჩვენს საქმიანობას. "დინამოს" მოუხდა პროფესიონალურ გუნდთან თამაში. ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ ლაპარაკში პროფესიონალები. სიტყვა პროფესიონალი სულ სხვა ცნებაა და სხვანაირად აღიქვამენ ჩვენთან.

ფეხბურთელს უნდა ასწავლონ, რომ ეს არის მისი სამსახური, პროფესიონალი ფეხბურთელები თავის დროზე ისვენებენ, თვითონ იღებენ ვიტამინებს, თვითონ ემზადებიან. ჩვენთან კი უნდა დავაძალოთ: "ეს უნდა ქნა ან ეს" - ამდენს კი არავინ არ გაცლის სხვაგან.

ვეხვეწებით ფეხბურთელებს, მოდი, ივარჯიშე,  შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე. მერე მიდიან ეს ფეხბურთელები უცხოეთში და ვერ თამაშობენ. არ მინდა ახლა სახელ-გვარების დასახელება. იქ რომ მიდიან, ჰგონიათ, მწვრთნელს ენას რომ შეუბრუნებენ, ვინმე აპატიებს. ან გააცდენენ ვარჯიშს, ჰკითხავენ, "სად იყავი?" ის გიპასუხებს: "დაბადების დღეზე". იქ არავინ არ უკრძალავს ამას, უბრალოდ, რომ მიხვალ ვარჯიშზე, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო.

- ზოგადად, როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე? "საბურთალოს" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს...
- ევროპა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არიან. "საბურთალოც" შემთხვევით არ გასულა, შემთხვევით არაფერი არ ხდება. "საბურთალოს" ჯერ სახლში აქვს სათამაშო, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. ამ ბიჭებმა ის შეცდომა არ უნდა გაიმეორონ, რაც "შერიფთან" მოუვიდათ.

50% ამ გუნდს უკვე გაკეთებული აქვს და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ. ამ გუნდში არიან ფეხბურთელები, იგივე გორგიაშვილი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, რომლებსაც აქვთ ეს ტურნირები ნათამაშები და არა მგონია, ამ ბიჭებმა იგივე შეცდომები გაიმეორონ.

"აიაქსის" მაგალითი ავიღოთ "ტოტენჰემთან", გამოცდილება სულ სხვა რამეს ნიშნავს ევროტურნირებზე. მე ვფიქრობ, "საბურთალო" გადალახავს ამ ეტაპს. წარმატებები მინდა ვუსურვო "საბურთალოს" და ქართულ კლუბებს.

ყველაზე მთავარი რა არის, იცით? ნუ შევუქმნით მოლოდინს. რა დონეზეც ვართ, იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ მოლოდინი შევქმენით იმის, რომ "ფეიენოორდს" მოვუგებდით. არ შეიძლება ასე მიდგომა, ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით იმ დონეზე, რომ როტერდამულ კლუბს მოვუგოთ და ეს გამოჩნდა. ჩვენ ისეთი მოლოდინი შევქმენით, ალბათ, "ლივერპულსაც" მოვუგებდით.

- დიახ, ეგრე იყო ნამდვილად, ხშირად იყო ფრაზები, "ისტორია განმეორდებაო"...
- დიახ, რა თქმა უნდა. გაიხსენეთ, ის ფეხბურთელები, ის ლეგენდები რა ასაკის იყვნენ. არცერთი არ იყო 19-20 წლის ბიჭი. ბევრ ფეხბურთელს პირველად მოუწია ასეთ გარემოში თამაში, ასეთ არენაზე და ასეთი დონის გუნდთან. მაშინდელის და დღევანდელის შედარება ნაადრევია და არასწორი. ისინი განუმეორებლები არიან.

altრისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა შედარებაა?? შეხედავ ჰოლანდიელებს და დარბიან ცხენებივით ესეთი ფიზიკური მონაცემები და შეხედავ ჩვენებს და ჩიტებივით არიან გეგონება საჭმელს არ აჭმევენო...რა პროფესიონალიზმზეა საყბარი ბურთი უნდა დაიჭირო და მინიმუმ ერთი გოლი მაინც უნდა გაიტანო თუ ფეხბურთის გუნდი გქვია
გიო
11 აგვისტო 2019 14:28
0
ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა იცოდე ,ფეხბურთის.პატარა პელე,მესი,მიშა,სტრელცოვი ფეხბურთს თამაშობდნენ.პროფესიონალიზმი მაშინ მოდის როცა ფეხბურთელს მაყურებელი(ფულის წყარო)რაღაც პირობებს უწესებს და მის შესრულებას მოითხოვს.
თამაზი
10 აგვისტო 2019 16:57
0
არც მწვრთნელებს აქვთ პროფესიონალიზმი, არც მენეჯმენტს (როგორც ნებისმიერ დარგს საქართველოში, მენეჯმენტის დიდი პრობლემაა ნებისმიერ სფეროში), ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რავი, ყველაფერი მოქმედებს ფეხბურთზე. მარტო ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებთ
თემო
10 აგვისტო 2019 15:36
0
:) აქ რა მოსატანია,მაგრამ ამ კაცის სახეს რომ დავინახავ რაღაც მახსენდება და სიცილს ვერ ვიკავებ.იყო პერიოდი,როდესაც კახა კაჭარავა ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა.იმ პერიოდში ქუთაისური გუნდი სსრკ პირველობის მეორე ლიგაში გამოდიოდა(მხოლოდ ერთი სეზონი) და იმ წელს აუცილებლად პირველ ლიგაში უნდა დაბრუნებულიყო.ქუთაისში ერთი მატჩის დროს,რომელიღაც რუსულ გუნდს ვეთამაშებოდით,ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა პენალტი.დასარტყამათ კახა კაჭარავა გაემართა-გამორბენი დაარტყმა და მეკარემ მოიგერია.რუსმა მსაჯმა ხელმეორედ დარტყმის უფლება მოგვცა,აქაოდა მეკარემ დარტყმამდე დაიწყო მოძრაობაო.კახა კაჭარავას ხელმეორედ დარტყმული პენალტი კი ძელმა მოიგერია.მსაჯმა მესამედ მოგვცა დარტყმის უფლება და როგორც იქნა კაჭარავამ გაიტანა. :)
გიოშა
10 აგვისტო 2019 14:29
0
კიდე რომ ვერ გაეტანა,რუსი მსაჯი ისე კეთილგანწყობილი ჩანდა კაჭარავას მიმათ დარწმუნებული ვარ მეოთხედაც დაარტყმევინებდა! :)
გიოშა
12 აგვისტო 2019 10:27
0
Roca fexburtels agineb da landzgav amcireb 18-19 clis bichs eg profesionalizmia?! Mag asakis bichebs unda auxsnat daugechot rom gaihos midgoma unda iscavlot fexburtelebisadmi roagineb da landzgav axal mosul bavshvebs enas shemogibrunebs aba ras izavs , enis shemobrunebistvis bbavshvi ar unda daaignoro unda daelaparako auxsna rom mis chkuamde davides da rom daiyvan mis chkuamde bodishsac mogixdis , magram ar gindat magis gaketeba rac aranair profesionalizmshi ar jdeba, dinamoshi rom iyavit piradad vicnob im bavsh vinc galandzget da ena shemogibrunat da magis gamo erti tamashic ar atamashet roca gundshi 11 eulidan 6 fexburtelze didi xelfasi qonda, fuls mxolod imistvis gixdian rom ubralod avarjishot gundi da tamashi moigot?! Tumadea egec didi shecdoma, tqveni fsiqologia da kargi midgoma unda gqondet fexburyelisadmi pirvelive enis shemobrunebaze ar unda dablokot roca auxsnit daelaparakebit da landzgvas ar daucyebt is bavshvebic dagemorchilebian tuar dagemorchilebat mere unda mokvetotgundidan, dembeles magaliti avigot tundac, telefonis gatishva varjishis gacdena varjishebze dagvianeba da ase shemdeg, ramdeni shecdoma daushva magram miiges zomebi gafrtxileba misces dasajes daiyvanes mis chkuamde rom ese ar xdeba da nel nela gamoascores eg aris profesionalizmi.
Va-Le
10 აგვისტო 2019 13:01
0
რაო რაო პატარები და გამოუცდელები არიანო? თუ უკლასოები პატარა იყო შენფელია სსრკს საუკეთესო რო გახდა უთხარით ეგ კაჭარავას პატარა იყო მაჩაიძე სულ რაღაც ცხრამეტი წლის პარკდეპრენსზე რო შეაგდო გოლიიიი ოეეე კლასი ძმაო კლასი უკლასო წაგებას მიჩვეული ფეხბურთელები არიან თორე შენგელიას დონის ფეხბურთელს ოცდაორი წლის ასაკში ვინ ოხერი გაგიჩერებს დინამოში.იგივე ფიზიკური მონაცემები საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს რა პროფესიონალიზმზეა საუბარი როცა უკლასოხარ ხოლო ნიჭიერები და უმაყუთოები კი აბარებენ ეგერ ჯართს და დადიან ქუჩა ქუჩა უპატრონოდ რამდენი ნიჭიერი პატარაა გარშემო ვინ ნახა ვინ დაინტერესთა მათი ნიჭით არავინ ფული ბაბა ფული რაოდენობა და არა ხარისხი ეგ ღუპავს ჩვენ სპორტს მეტი არაფერი.
zaza
10 აგვისტო 2019 08:13
1
სულ ერთი და იგივეს ლაპარაკობს ყველა. მერე თუ ვარჯიშს ეხვეწებიან, ეგ ვისი ბრალია? აქაც ეგრე უნდა მოექცნენ და მოვლენ ჭკუაზე. სხვათა შორის, არც ეგ არის პროფესიონალიზმი იმის მხრიდან, ვინც ეხვეწება.
:))))
09 აგვისტო 2019 23:36
1
კაი, რა არ იცოდეაინც როგორ ხდება საქართველოში, გააგდებენ ვინმე თავში ავარდნილს და მიაყენებს მეორე დღეს მწვრთნელს, ვინმე ძველ ბიჭს ან მთავრობის შიშკას, მიაჩმორებენ საცოდავს და ბოდიშებით ეგრევე უკან მიაღებინებენ.
Mmm
10 აგვისტო 2019 10:47
0
მართალია შენ ნადვილად გაკლდა პროფესიონლზმი გუნდი ერთხელ ვერ გახადე ჩემპიონი და ევროპა ლიგაზე მოგებული თამაში წაააგე შენ და არა ფეხბურთელებმა და არგაქვს უფლება გააკრტიკო დინამო შენირა მწვრთნელა ნადვილი იდიოტი ხარ პროფსიონლზმა სენ როგორო გვესუბრები
გიო
09 აგვისტო 2019 23:13
10
ყველა მწვრთნელი და სპეციალისტი ერთ და იგივეს იძახით-პროფესიონალიზმი აკლიათ,კონცენტრაციას კარგავენ,ფიზიკა არ ივარგა და ა. შ.მერე ეს ყველაფერი თქვენი გამოსასწორებელია და გასაკეთებელი,ვულშემატკივარი ხომ არ იზამს.მაგრამ უბედურება ის არის რომ,თვითონ მწვრთნელები არ არიან პროფესიონალები.ერთი-ორი და მორჩა.ამიტომ თავიანთი თავიდან ხომ არ ჯობია დაიწყონ.ბ-ნ კახას ეს არ ეკუთნის,სხვები მყავს მხედველობაში.
კახა ქ.
09 აგვისტო 2019 20:53
0
ასწავლეთ მერე თუ შეგიძლიათ მარა წლებია ფიზიკას ვერ მიხედეთ და ფეხბურთზე ლაპარაკი კი უნდა შეგრცხვეთ
შოკირებული გულშემატკივარი
09 აგვისტო 2019 18:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული