"საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" მატჩზე დასწრება სიმბოლურად ფასად იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "საბურთალოსა"და "არარატ-არმენიას" შორის საპასუხო მატჩის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ბილეთის ფასი ისევ სიმბოლურია, გულშემატკივარს შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ 1 ლარად შეეძლება. ბილეთის ყიდვა TKT.G-ზეა შესაძლებელი.

დაპირისპირება 14 აგვისტოს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.