"დილასა" და "ლოკომოტივის" მატჩისას გულშემატკივარი გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა.

გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკა "გორმედის" ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

"40 წლის ქალი გულის გაჩერებით შეიყვანეს კლინიკაში. 40 წუთის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გულის ამუშავება ვერ მოხერხდა.

როგორც პაციენტის ახლობლებმა განაცხადეს, ქალს გულის ქრონიკული პათოლოგია - დილატაციური კარდიომიოპათია აღენიშნებოდა", - განაცხადა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ
0

სიახლეები პოპულარული