"საბურთალო" "არარატ-არმენიას" "მიმინოს" ვიდეოკადრებით მიესალმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "საბურთალო" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ  "არარატ-არმენიას" ფილმ "მიმინოდან" ამოჭრილი ერთ-ერთი  ეპიზოდით მიესალმა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრის წინ სომხურმა კლუბმა შეხვედრის ფოტოდ აღნიშნული ფილმიდან ამოჭრილი ფოტოკადრი გამოიყენა და ისე მოუწოდა გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლისკენ.

თბილისურმა კლუბმა კი აღნიშნული ვიდეოთი სტუმრებს მიმართა და დააწერა: "ვიდეო ეძღვნებათ ჩვენს სტუმრებს მზიანი ერევნიდან!"

შეხვედრა ხვალ, 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა tkt.ge-სა და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ 1 ლარად.

-31/06/1-sndoxadze.jpg" border="0" alt="alt" title=""საბურთალო" "არარატ-არმენიას" "მიმინოს" ვიდეო კადრებით მიესალმა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა

altჩიტო, გვრიტო... - სომხებმა "საბურთალოსთან" მატჩის შესვენებისას "მიმინოდან" სიმღერა ჩართეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს იყო ქართული ფეხბურთის კიდევ ერთხელ დასამარება
გიორგი
14 აგვისტო 2019 22:20
0
ქართულ-სომხური იქით იყოს და ფილმის გამოსვლამდე რუსებმა ძალიან საინტერესო ეპიზოდები ამოჭრეს გასაგები მიზეზების გამო... სსრკ-ში არაფერი იკარგებოდა და იმ კადრების მოპოვებით შეგვიძლია, გავიგოთ, რას ფიქრობდა რუსებზე თავად გენიალური რეჟისორი, რომელსაც რუსები რუსად მიიჩნევდნენ, ქართველები - ქართველად და რეალურად კი გია დანელია ყოველგვარ ეროვნულობაზე მაღლა იდგა ამ გამოთქმის საუკეთესო გაგებით...
მ. ტ.
13 აგვისტო 2019 18:40
0
ან ისე არ მოხდეს "ვ ეტოი გასტინიცე ია დირეკტორ"-ო ბოლოს დაგვიდონ. ცოტა ფრთხილად ბიჭებო
QT
13 აგვისტო 2019 15:59
3
მხოლოდ "მიმინო" რატომ ? "არ იდარდოშიც" მშვენიერი სომხურ-ქართული დიალოგია და ფრთხილად ვიყოთ"არარატმა" ისეთივე შტუჩკა არ ჩაგვიტაროს:
- ხოჩეშ, კანფეტკუ დამ...
- კანეშნა.
- ნეთუუ ))
korben dallas
13 აგვისტო 2019 14:56
0
"მზიანი დილიჟანიდან - ერევნის მაგივრად".

კარგი ჟესტია, ვაფასებ
მამუკა
13 აგვისტო 2019 14:26
0

სიახლეები პოპულარული