უეფამ გადაწყვეტილება არ შეცვალა - "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა თბილისის "დინამოს" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "დინამოსა" "და "გაბალას" მატჩისას გულშემატკივრებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც "88" ეწერა, ეს კი ფაშისტურ სიმბოლოდ მიიჩნიეს, "დინამო" დასაჯეს და "ფეიენოორდთან" შეხვედრის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება მიუსაჯეს.

"დინამომ" სცადა ბედი და გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრა, მაგრამ როგორც წესი, ეს ორგანიზაცია მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და ამჯერადაც ასე მოიქცა.

მოკლედ, 15 აგვისტოს "დინამოსა" და "ფეიენოორდის" მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ვიღაცის მიზანმიმართულად, უეფასათვის გამახვილებით" დაბეზღებით" ამ გამოკიდებულ წარწერაზე მითითებით ევრო ორგანიზაციაში, "ნამოღვაწარია" და ტყავგასაძრობები არიან ამ სიმვოლიკის დამწერებთან ერთად ნუთუ აზერბაიჯანელები გაბალიდან ან ადგილობრივები? უფრო ჩრდილო მეზობლის სამსახურების სიწუპაკეს ჰგავს,უთავო ადგილობრივი ,გუნდის "უტრაკო,უტვინო ფანების "გამოყენებით
ვაი ჩვენს....
13 აგვისტო 2019 21:14
6
ეეჰ, ეხლა გინდა უმაყურებლოდ ჩაატარე მატჩი და თუ გინდა, 80 000 მაყურებელი მოიყვანე.
TanoLife
13 აგვისტო 2019 21:12
4
რატო წერთ რომ უეფამ მიიჩნია, აშკარად ფაშისტური სიმბოლოა, რატო მალავთ ამ ფაქტს?
გუგა
13 აგვისტო 2019 21:07
4
ზუსტად იგივე ''დანაშაულისთვის'' ალბანურ პარტიზანს 24.500 ჯარიმა დაუწერეს + იქ საქმე გვქონდა ნივთების სროლასთან,პირო ტექნიკასთან და სტადიონზე ნივთების გადაგდებასთან. ისე კი ევროპულ ქვეყნებში მსგავსი სანქციები ლამის ყოველთვის ხდება და უნდა შევეგუოთ ხანდახან მსგავს ფაქტებსაც. ფან კლუბის წევრს კიდე ვინც ლანძღავთ ვინც გადმოკიდა ეგ დროშა რა გაქვთ გაკეთებული დინამოსთვის თქვენ და მაგ ხალხს ამაზე დაფიქრდით და მიხვდებით ვინ დაზარალდა უფრო. აზერბაიჯანელებმა,რომ მთელი საქართველო მიითვისეს ბანერებით მაგაზე დაიკეტა სტადიონი? :) ან აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბანერზე რატო აქვს გართულება უეფას? დაფიქრდით ამაზე და ნუ იქნებით პროპაგანდის ქვეშ. დინებას ნუ მიყვებით მკვდარი თევზებივით
უეფა=მაფია
Michael
13 აგვისტო 2019 20:43
13
აქოთებულია ქვეყანა ქართველთა, და საქართველოს ფარული თუ ღია,ჭკვიანი სხვათა მიერ ანაზღაურებადი აგენტურით და უჭკუო ადგილობრივი აუნაზღაურებელი იდიოტებით.ვინც ამგვარ ბანერებს დებს, ქართული გუნდის, ქართველი ხალხის,ქვეყნის მტერია რას აკეთებს საქართველოს უშიშროების სამსახური ან ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ.ფაქტებით ა რ ა ფ ე რ ს,თუ ამგვარ მასიური თავშეყრის ადგილებს ვერ აკონტროლებენ- უვარგისები.ქართველ ხალხს, ქვეყნის დამოუკიდებლობას ვინ იცავს???
SO15
13 აგვისტო 2019 20:17
3
ბუნებრივია არ შეცვლიდა გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ასეთ ამბავზე. ეს თავის მართლებაც რაღაც ბავშვური და სულელური გამოვიდა - მთელმა მსოფლიომ იცის რას ნიშნავს ფოთლებში ჩასმული 88. მაგარი მიქარა კლუბის უსაფრთხოებას.
გულშემატკივარი
13 აგვისტო 2019 19:53
1
მე არ ვიცოდი, მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, მე სამუდამოდ ამოვაკვეთინებდი ფეხს იმ ვაი ქომაგს, ან ქომაგთა ჯგუფს, ვინც ეს გააკეთა. დარწმუნებული ვარ სრულებით აცნობიერებდა რასაც აკეთებდა და დინამო რასაც აპროტესტებდა მართლა ბავშვური ახსნა იყო.
გრიშა
14 აგვისტო 2019 00:27
1
ეს ვიტომ ფანები და ძალით ხულიგნები უნდა დაიჭირო და მაგ დროშა ფარშევანგივით გაუკეთო სადაც საჭიროა!
ვაჟა
13 აგვისტო 2019 19:50
3
ეს ხომ აშკარა უსამართლობაა.ჯარიმა არ უნდა გადაიხადონ.გათამაშებიდან რომც მოგვკვეთონ,უსამართლო გადაწყვეტილებას პრინციპულად არ უნდა დავემორჩილოთ.ამას სერიოზული პროტესტები სჭირდება.ბევრჯერ გადავაწყდით უეფას უსამართლობას,მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს.ეს უკვე საზღვარს გადასცდა.ადრე თუ მიშა ჰყავდათ დემოკრატიის შუქურა,ახლა უეფა ხდება დემოკრატიის სახელით ბანდიტი და ყაჩაღი.
სოსო
13 აგვისტო 2019 19:43
28
გუგა,ჯერ ერთი თუ რაიმე ისეთი იყო,დელეგატს,მაშინვე შეეძლო და ალბათ ვალდებულიც იყო მოეთხოვა ბანერის აღება,მეორე კი ისაა,რომ ეს ბანერი,რეალურად ,ნამდვილად არ არის ფაშისტური შინაარსის.შეხედეთ და ნახეთ,ერთიანი და ცხრიანია ჩაწერილი დიდი რვიანების ფონზე,ძალიან კარგად ჩანს.მე ალბათ ყველაზე მკაცრად მოვითხოვ ხოლმე საფეხბურთო ხულიგნების დასჯას,მაგრამ ამ შემთხვევაში,მათი მხრიდან დანაშაულებრივს,ვერაფერს ვხედავ.უეფამ კი მე თვითონ ვჭრი და თვითონ ვკერავო და განაჩენიც თვითონ გამოიტანა.ასე აკეთებდა ფეხბურთელების მიმართაც,მაგრამ ბოსმანის საჩივრის შემდეგ,სამოქალაქო სასამართლოში,უკან დაიხია.არ ვიცი,თუ ფიფიას ჟიბე ექავება გადაიხადოს,მაგრამ მე ვურჩევდი იბრძოლოს და პატივისცემას მიაღწიოს.ამავე დროს,სახელმწიფომ უნდა შემოიღოს კანონი,რომლის ძალითაც,თუ მაყურებელი უგვანად იქცევა და გუნდს დააჯარიმებენ,ან რაიმეს დააზიანებენ,თუ შესაძლებელი იქნა,დამნაშავის დადგენა,ზარალის ანაზღაურება,ნაწილობრივ მაინც,მასაც უნდა დაეკისროს.მაშინ ეს ნგრევა და მტვრევა ძალიან მოიკლებს სტადიონებზე.
სოსო
14 აგვისტო 2019 11:04
1
რა უსამართლობას ხედავთ აქ?
გუგა
13 აგვისტო 2019 21:08
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული