"არარატ-არმენიას" ფეხბურთელი: გამარჯვების კარგი შანსები გვაქვს

AutoSharing Option
"არარატ-არმენიას"  ფეხბურთელმა როშდი აჩენტემ, რომელიც  პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ ვარდან მინასიანთან ერთად იყო,  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"საბურთალოს" შესახებ იმას ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპონენტი კარგი გუნდია. ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება წინ. ჩვენ "საბურთალოს" თამაშის რამდენიმე ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, ვიცნობთ გუნდს, ვიცით მათი სუსტი მხარეები და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებას მივაღწევთ. პირველ შეხვედრაში, პირველი ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, 60 წუთის განმავლობაში კარგად გამოვიყურებოდით და 3 წუთში წავაგეთ თამაში. ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, თუმცა, ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების ძალიან კარგი შანსები
გვაქვს", - განაცხადა მაროკოელმა ფეხბურთელმა, რომელიც "ვიტესში" გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იყო.

"საბურთალოსა" და "არარტ-არმენიას" შორის შეხვედრა დღეს, 14 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს ბილეთების 1 ლარად შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საინტერესოა რა ანგარიშით უნდა მოუგო ამათ რომ აღარ იტარტარონ)))
ბათუმის ფანი
14 აგვისტო 2019 14:04
0
Aრარატ ჰუპტურ
David
14 აგვისტო 2019 13:54
2
კაცო, სოფლის კაი ცხიმიანი, გამოყვანილი, სომხური, ნატურალური სუჯუკი (սուջուխ) ჩამეიტანეთ თუ არა?
kote
14 აგვისტო 2019 13:14
0
ნეტა ეს სომხური უსაფუძვლო ტრაბახი არ იცოდეთ...
Status quo
14 აგვისტო 2019 12:20
1
ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალი.
Status quo s
14 აგვისტო 2019 12:40
1
კოხრეიძე კარგი მოთამშეა მაგრამ ძაან ბევრ ყვითელს იღებს, სომხეთში თამაში არ წაუვიდა
irakli
14 აგვისტო 2019 12:16
0
ვფიქრობ, კოხრეიძის თამაშზე ბევრი იქნება დამოკიდებული.
zurab
14 აგვისტო 2019 11:23
1

სიახლეები პოპულარული