"დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა - რომან გოცირიძე უეფას სანქციას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს ეხმაურება.

"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.

ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში
მსგავსი ბანერის გვერდით.

უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.

"დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

თბილისის "დინამო" უეფამ ფანკლუბის წევრების მხრიდან ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენის გამო დასაჯა. ქართულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უეფამ სასჯელი ძალაში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეტყობა ფიფიას ფული სთხოვეს და არ მისცა ამ დეგენერატებს,არა ფეხბურთშიც რომ ეტენებიან,კერძო კლუბია და თავი დაანებეთ,თუმცა პოლიტიკოსი და კაცი სად გვინახავს,დააჯარიმეს და გადაიხდის ფიფია,ფაშისტური თქვე არაკაცებო ცნობისათვის თუ იცით რომელმა პოლიტიკოსმა შეუსრულა ხალხს 100პროცენტით ყველა დანაპირები,პასუხი, ჰიტლერმა,მე ჰიტლერის მსოფლ მხედველობას კი არ ვიზიარებ,ჰიტლერი ხალხს ჰყოფდა რასის მიხედვით,ბერნარდ შოუ კი სოციალური და კლასის მიხედვით და ორივე არ დაგიდევდათ განადგურებას,ერთი რასობრივად მეორე კლასობრივად იმ ეპოქაში ასე ფიქრობდნენ,ჩვენი პოლიტიკოსები კი ოღონდ თვითონ იყონ კარგად და სულ ფეხებზე ჰკიდიათ რასაც,კლასიც,ერიც და სახელმწიფოც,არჩევნებზე ნახავს ოცნებაც და ნაციონალებიც,ერი რასაც ფიქრობს,მე ბათუმელი ვარ და ბათუმს ვქომაგობ,მაგრამ ყველაზე დალაგებული გუნდი,ბაზა გინდა,ბავშვთა აკადემია დინამო თბილისს აქვს და ახლა ამათი საჯიჯგნი უნდა გახდეს?თუ იყო რაღაც დააჯარიმეს ბატონო და გადაიხდის კლუბი ამათ ვინ ეკითხება.
გოჩა
13 ოქტომბერი 2019 21:45
1
უპასუხისმგებლოდ დინამო კი არა გოცირიძე იქცევა. დაგვღალა ხალხი ამ კუპონისტის ბჟუტურმა. რომანჩიკ შენ შენ ნაცბანდას მიხედე და ფეხბურთს სხვები მიხედავენ.
მერაბი
15 აგვისტო 2019 09:03
1
შენ მაგ პოლიტიკას მიხედე და დანარჩენს უშენოდაც გაარკვევენ...
რაიო რაი
15 აგვისტო 2019 01:09
1
მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო! სტოკჰომის სინრომია ეტყობა კოპონიჩის მიმართ მომძლავრებული, ბევრი დამცველი გამოუჩნდა.

ჰოდა ყველა ვინც მას იცავთ და იბრალებთ იმსახურებთ კედევ ერთ მისეულ სრულ ლუპონიზაციას...

დავითი
14 აგვისტო 2019 21:09
2
ნაცები თვითონ არიან ფაშისტებიც, კაცთმოძულეებიც და არამზადებიც და ყველანაირი ასეთი განცხადება მათი მხრიდან არის თვალთმაქცობა!
odala
14 აგვისტო 2019 19:55
11
თუკი ლგბტ სამკლაურების ფრიალი მოსულა, ვითომ ნაცისტური რატომ არ შეიძლება?!.. პირადად ჩემთვის ორივე მიუღებელია, განსაკუთრებით მათი პროპაგანდა... მაგრამ ამიხსენით - ვინ, როდის და რითი დაამტკიცა, რომ ერთო მეორეს რამით სჯობია?!...
მ. ტ.
14 აგვისტო 2019 18:34
16
ყოჩაღ, მაგარია!
aburjga
14 აგვისტო 2019 21:15
2
ნაციზმი ნიშნავს ერი ერის უპირატესობას სხვა ერების მიმართ, გამორჩეულ ერს შეუძლია როგორც პირუტყვს ისე მოექცეს სხვა ნებისმიერ ერს და რაც მას მოეურვება ის გაუკეთოს მის წარმომადგენელს, მკვლელობის ჩათვლით. გიგეთ?
უწიგნურებს
14 აგვისტო 2019 21:00
7
ვინაა მომკითხველი? თორე ხელები უნდა მოატეხო მაგ არამზადებს, საქმე რომ აარააქვთ და არ იციან რა გააკეთონ...უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა გაეკეთებინა რამე? მაგრამ ხომ უნდა იცოდნენ რას ნიშნავს 88 მათთვის ეს უბრალო ციფრია იმიტომ რომ აზრზე არ არიან.
imereli
14 აგვისტო 2019 18:14
6
ვის რაში ჭირდებოდა ეს სიმბოლიკა? რომელი ფაშისტები ჩვენა ვართ? მაგრამ ზოგმა მატრაკვეცა ვითომ აბლატავებულმა უაზრო ბოდიალმა ვიღაცის და რაღაცის აყოლამ ამდენ ხალხს რომელთაც მართლა უყვარს ფეხბურთი ცივი წყალი გადაასხა,უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა.... სად იყო უსაფრთხოების სამსახური ვისაც ეს ავალია, მე უბრალო კაცმა ვიცი რას ნიშნავს 88 და მათაც უნდა ცოდნოდათ? ყოველ ფეხის ნაბიჯზე არაპროფესიონალიზმი უპასუხისმგებლობა და რაც მთავარია .... ვინაა მომიკთხველი? საცოდავო ჩემო ქვეყანავ.
imereli
14 აგვისტო 2019 18:11
4
ნაცებს ოღონდ მიზეზი მიეცი ქართველი ხალხის სალანძღავი და ეგრევე პირს აიმყრალებენ ხოლმე. რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა ასე თქვე ახვრებო. გოცირიძე შენ უკბინე ყველა ქომაგს ....ე
ლევანი
14 აგვისტო 2019 18:04
18
როგორ უცებ შემორიხინდენ მიხუინები და დაიწყეს გნიასი და დემაგოგია. რა ტეხავს იცით თვითონ ტროლი რო სხვას უძახის ტროლს და წინასწარ როარიან დარაზმულები ერთმანეთის დასავცავათ ისტორია არ იცითო ფაშისზმიო და რაო კიდე ცუდიაო ხო არადა თქვენი ბელადი და მომხრეები იმას იძახდენ გერმანიას ომი რომ მოეგო ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვიქნებოდითო. ხოლო ვინც გერმანელების მხარეს იბრძოდა ის თურმე დამოუიდებელი საქართველოს იდეას იცავდა. დდ ეხლა კიდე ფაღარათიანებივით ყვირიან ფაშიზმი ცყდია კაცოო.დდ ისე ბანანი რა მოსატანია და სხვა რამეს მიაწექით თქვენ ბანანი ვეღარ გიშველით
zaza
14 აგვისტო 2019 18:01
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული