"საბურთალომ" პირველი ტაიმი "არარატ არმენიასთან" 0:1 წააგო

AutoSharing Option
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი "საბურთალომ" "არარატ არმენიასთან" 0:1 წააგო.

სტუმრად გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან -
მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია
გოლი: კობიალკო (10)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა, დიასამიძე, ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი, ამბარცუმიანი, გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო, ალფონსი, მალისონი