კატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალო" საკუთარ მოედანზე "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად 2:1 გამარჯვების შემდეგ მასპინძლები უკვე აშკარა ფავორიტები იყვნენ, მაგრამ საქმის მშვიდად ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო და "შერიფის" განმეორებით შეხვედრაში მომხდარი უსიამოვნო მარცხი არ უნდა განმეორებულიყო, რაც საუბედუროდ, განმეორდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ ორგოლიანი სხვაობით უნდა გაემარჯვათ, თავიდანვე საქართველოს ჩემპიონმა შეუტია, გოლი კი "არარატ არმენიამ" გაიტანა - მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგის განივ გადაცემაზე კობიალკომ კაკუბავას დაასწრო და 0:1...

"საბურთალო" სრულ უპირატესობას ფლობდა. მარჯვენა ფრთიდან - მალი, მარცხნიდან კი ლაკვეხელიანი და კოხრეიძე აქტიურად იწყებდნენ შეტევებს, თუმცა გადამწყვეტ დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა.

პირველი ნაღდი მომენტი გაბედავას ჰქონდა, რომელსაც 34-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე აბაკუმოვმა არ დაანება.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. "საბურთალოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ კიდევ გაუშვა, მაგრამ საბედნიეროდ, ამბარცუმიანმა მიზანს ვერ უწია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ყენია, ხოლო შემდეგ როლოვიჩი შეუშვა შეცვლაზე და კოხრეიძის უკან უზუსტო გადაცემას სტუმართა კონტრიერიში, რეხვიაშვილის მიერ საჯარიმოში კობიალკოს წაქცევა და ავეტისიანის გატანილი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა.

"საბურთალო" ამის შემდეგ შტურმზე გადავიდა და მალიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგ კი რეხვიაშვილის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩათვალეს. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მესამე საშინაო მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - არარატ არმენია 0:2
გოლები: 0:1 კობიალკო (10), 0:2 ავეტისიანი (67, პენ)

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, რეხვიაშვილი, კაკუბავა (გორგიაშვილი 69), დიასამიძე (ყენია 58), ტერა, ალთუნაშვილი, კოხრეიძე, გაბედავა (როლოვიჩი 60)

არარატ არმენია: აბაკუმოვი, მენესეში, პაშოვი, მალაქიანი (ანტონოვი 69)), ამბარცუმიანი (ავეტისიანი 57), გუზი, აჩენტე, ნარსინგი, კობიალკო (დამჩევსკი 80), ალფონსი, მალისონი

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altვარდან მინასიანი: ჩვენ დავიმსახურეთ ეს მოგება

altსომხეთში ზეიმია - sport.news.am/arm-ი გულშემატკივრებს დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

altarmsport.am/hy "არარატ არმენიას" გამარჯვებაზე: ბრავო, ბიჭებო, ეს დაუჯერებელია

 

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altალეკო ელისაშვილი: ფეხბურთი არის სპეკულანტების ასპარეზი, ღირსებისა არაფერი რომ არ შერჩენიათ



მკითხველის კომენტარები / 165 /
საბურთალომ ტირასპოლში 3-0 რატომ მოიგო ბევრი თქვენთაგანი ალბათ მიხვდა.დნესტრისპირეთი და მისი დედაქალაქი ტირტასპოლი ფაქტიურად რუსეთის ნაწილია,მას მართავს რუსეთის ფედერაცია .მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ეროვნებისაა ამ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.რუსეთში კი როგორც ვიცით ტოტალიზატორებში ყომარის ბუმია,ფსონების 90 პროცენტი სწორედ ფეხბურთზე იდება! ტირასპოლის შერიფის ძალა ყველა რუსმა კარგად იცის და რა თქმა უნდა საბურთალოზეც ქონდათ წარმოდგენა-რომ შერიფზე სუსტი გუნდია.დარწმუნებული ვარ შეძლებულმა რუსებმა დიდი ფული დადეს 1.შერიფის 3 ბურთით არ წაგებაზე.2.შერიფი ერთ გოლს გაიტანს. და ა.შ. უამრავი ვარიანტია. :) ღრმად პატივცემულო ოპტიმუს,ჯერ ერთი მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია და მერე მეორე საზოგადოებამ განსაჯოს ვინ უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან-მე თუ თქვენ! მართალი გითხრათ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე.გგონიათ რომ ყველაფერი იცით,ამ დროს ხალხის მიერ თქვენზე დაწერილი დიზლაიკები საწინააღმდეგოზე მეტყველებს!
გიოშა
15 აგვისტო 2019 19:43
4
რა არის იცით? ჩვენ ხომ ზაგრებთან წაგებაზე ხმა არ ამოგვიღია? ვიცოდით, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ არარატი?... ძლიან საეჭვო რაღაცეები ხდებოდა, მაგალითად თავდასხმელი ათი ნომერი ყველა თამაშში იღებს ყვითელს, ასეთ პასს აკეთებს და მერე ასეთი პენალტი, რა იყო მესი ხომ არ უტევდა? პირველი გოლიც ძალიან რაღაცნაირად გავიდა, იმედია ვცდებოდე!
s.s.
15 აგვისტო 2019 18:40
1
"სამარცხვინო საქართველოს" ნიკით მწერალ და სხა ნაც ტროლებს; "მიშას დროს"ქართული ფხბურთის საგმირო საქმეების ნაწილს შეგახსენებთ მხოლოდ,მაგალითად:-ფედერაციის არჩევნებს,(პრეზიდენტის გადადგომას არჩევიდან ნახევარ საათში)სამოდამოთ მოკვეთილ ფეხბურთელებს,ზუსტად ჩაწყობილი თამაშების გამო და მერე 7 თვეში სიჭინავას მიერ "ერთპიროვნულად" შეწყალებულებს,თან ამ 7 თვის განმავლობაში ტიპები ვარჯიშს აგრძელებდნენ იმდენად გარანტირებულად იცოდნენ რომ შეიწყალებდნენ.სხვათაშორის ამინისტირებულმა ბეჭვაიამ გორის დილაში განაახლა კარიერა რომელიც შსს და პირადად მერაბიშვილის გუნდი იყო იმ ჟამად.სამარცხვინოზე სამარცხვინო თასის ფინალს გორის (იგივე შსს-ს)დილასა და ზესტაფონს შორის.ისიც კარგად მახსოვს თამაშის მერე როგორ დაზდევდა მთელი ფედერაცია რეზი არველაძის მეთაურობით ზესტაფონის მესვეურებს როგორმე უარი ეთქვათ დაჯილდოვების ცერემონიალის ბოიკოტირებისთვის,სამარცხვინო სკანდალი კიდე რომ არ გაზრდილიყო.რაღაც ვერც იმას ვიხსენებ ან კლუბებს ან ნაკრებს რამე ღირებულისთვის მიეღწიოთ იმ "მიშას დროს". პ.ს. გუშინდელი თამაში კი ამაზრზენი იყო შინაარსით ხარისხით და ქვედა დინებებით.
ანდრია
15 აგვისტო 2019 17:22
3
რომ მიადექიტ ამ ფეხბურთელებს და ლანძგავთ, მათ ასაკს შეხედეთ , მერედა შიდა ჩემპიონატს კვირაში 2 ჯერ თამაშOბენ, ევროპაში 19 წლამდელებშიც კი ულიმიტო ცვლილებების გაკეთება არის დაშვებული რომ უფრო განვითარდნენ ფეხბურტელები და ფიზიკურად არ გადაიგალონ, ორგანიზმი კუნტები და ასე შემდეგ, 19 ცლის და 20 ცლის კვირაში 180 წუთს ითამაშებს ისე რომ მისი ფიზიკური კონდიციები ტანამედროვე ფიზ მომზადების კურსები არ აქვს გავლილი და ძველი ნაკლებად დავალი ტემპის ფეხბურთის დროინდელი ფიზ მომზადებით ავარჯიშებენ იმიტომ არის დაბალი ტემპი, შეხედეთ საბჩოტა ფიზ მომზას სპეციალისტებს იწვევენ ტრეინინგების ჩასატარებლად,დაარა რომელიმე ევროპული ქვეყნის, კოხრეიძე დადისო რა პასი გააკეტაო, ეპიზოდს შეხედეტ აბა და გაანალიზეთ ვინმეტუ ეხსნებოდა და მცველს რომ გადააწოდა მცველი ბურტზე არ ამოვიდა დაელოდა და მაგიტომაც დაკარგა, ლაკვეხელიანი ვეგარ დადიოდა უკვე გადაგლილია მაგათი ორგანიზმი არ შეიძლება ესეტი დატვირთვა მაგ ასაკშI რა ვერ გავიგეთ?! მილიონერი მფლობელი რომ ყავს საბურტალოს ჩამოიყვანოს ევროპიდან ფიზ მომზადების მწვრტნელი ტანამედროვე რომელიც მოამზადებს, ჯერ ამდენი მილიონი აქვს და საკუთარი სტადიონი არ გააჩნია გუნდს და გუნდებს, მაგის გამო არ დაუნ დაუშვან არცერტი ის გუნდი რომელსაც სტადიონი არ აქვს, არასცორი მიდგომებია ბევრი რაც აზარალებს მომავალ ტაობას, ევროპაში ტუ უცხოეთში ცასული ფეხბურთელებიდან 95% ნტი ტრანვებს იგებს იმ არასცორი განვიტარებული ფიზიკურ და გადატვირთული კუნთებიტ რომელიც უჩირს განვითარება კუნტებსაც და ფიზიკურადაც ორგანიზმს , აგერ ამბობს კაცი გვარი არ მახსოვს გუჯა ქვია რომ მოვამზადებო ფიზიკურად სპორცმენებს რომელსაც ვასცავლი სცორ სირბილსო დაუგლელობასო ასი პროცენტიტ აგღდგენასო ტამაშის მსვლელობისაო , ვინმემ მიიცვიეთ სამტვიანი კურსებიაო და ნახეტ იქნება და მართლა შველის, არ დაბლოკოთ
va-le
15 აგვისტო 2019 14:31
22
როცა 19 და 20 წლის ბიჭებს ეძლევათ ამ დონეზე თავის გამოჩენის შანსი ისინი გადიან და "მიწას ჭამენ" მინდორზე, ამიტომ ასეთ უაზრობას ნუ დაწერთ.. და მეორეც მე მესმის კიდე რო 60-70 წუთამდე ეთამაშათ ჯიგრულად( არ აქ შედეგს მნიშვნელობა) და მერე დამდგარიყვნენ..მაშინ კიდე იტყოდა კაცი რო დაიღალნენო და ფიზ მომზადებას დააბრალებდა.
Vakhtang Lobzhanidze
15 აგვისტო 2019 19:44
0
რატომ ხართ ჟურნალისტები გაჩუმებულები? თქვენც კარგად იცით რომ მაგარი საეჭვო თამაში იყო.
Oniani
15 აგვისტო 2019 14:25
1
ასეთი გამოხმაურება გულშემატკივრიდან ჯერ არ მახსოვს. ასეთი სამარცხვინო მარცხი, ისეთ გუნდთან როგორც არარატი იყო, რაღაზე უნდა გქონდეს ამბიცია?! ამდენი უხეშობა, ყვითელს იკიდებ! ამასობაში დროსაც კარგავ, გაშლილი ფეხით თამაშობ, ადამიანს უწყინარ სიტუაციაში ასახიჩრებ! პას ვერ აკეთებ, უკან ვერ ჩარბიხარ, მოწინააღმდეგეს ვერ ატყუებ, ტაქტიკა ვერ მივხვდით რა იყო, მოკლედ აი მაგ დროს თქვენ ტვინში რა ხდებოდა ნეტა?! თამაშის გაყიდვას რაც შეეხება, ძალიან მაინტერესებს რამდენ დოლარში ან ევროში შეიძლებოდა რო გაყიდულიყო? 2-3 მილიონად? და ეს რა თანხაა ფეხბურთში? ჯგუფურზე რო გასულიყვნენ ეს რა წარმატება იქნებოდაა იციან ნეტააა?? გინდ ფინანსურად და გინდა მორალურად , მთელი ქვეყანაში ზეიმი იქნებოდაა, მაგრამ ესენი დაბალი ხარისხის ქართველები არიან, ხასიეთით ოდნავ მიახლოვებულებიც კი არ არიან რაგბისტებთან, კალადბურთელებთან, მოჭიდავეებთან, ანუ ესენი კიკინაა, ბლანჟე, ვითომ ვაჭკაცური წვერი, ტატუუ, მოკლედ მარიაჟობაში გაყავთ მთელი ცხოვრება, უსახელო და არაფრის მთქმელი კარიერააა, სტროიკაზე მუშაობას კი ჯობია საქართველოს ჩემპიონატში თამაში, 1500-2000 ლარამდე კი აქვთ მინიმუმ , თან ალბათ აქაიქ ცოტ ციტას ცაიყომარებენ ბიჭები და კი ყოფნით რააა, თან მე შენ გეტყვი ვინმე დადის მაგათ თამაშზე და უყურებს თუ რააა,,/ საფუძვლიანად არის შესაცვლელი ყველაფერი , რაც ძალიან ძნელია, აი ბიზნესმენმაა როგორ უნდაა ჩადოს ფული ამ ჭაობში? ან ძალიან უნდა უყვარდეს ეს ქვეყანა და უნდა უღირდეს, ანდაა ისე უნდა იქცეოდეს როგორც ეს ფიფიები, და ჩაჩავებიი და ეს ვიღაცეები რო იქცევიან, წიწილებივით რო ყიდიან ახალგაზრდებს სადღაც უფარჩაკეს ლიგებში ზამენებად!!!!
Vasili
15 აგვისტო 2019 13:58
0
ქეცბას ვაგინეთ არადა კაცმა კარიერა დადო სასწორზე და ჩავუსვარეთ კარიერაში:( ვაის ვაგინებთ და მითხარით ამათგან რომელია ნაკრების ღირსი? ჩემპიონი გუნდია თხასავით გაყიდიან ნაკრების თამაშს. 10 იანმა სასწაული პასი გააკეთა 10 იანმა 3 თამაში 3 ყვითელი მიიღო თუ 4 ში 4 :( რავი ბევრი საეჭვო მომენტია
ბოკინიო
15 აგვისტო 2019 13:29
1
მალი და ლაკვეხელიანი ცოდოა ამ მოყუმარე გუნდში.
ვაკო
15 აგვისტო 2019 13:29
1
ისე სხვათაშორის ერთადერთხელ როცა გავედით ევროტურნირის ჯგუფში მაშინაც მიშა იყო პრეზიდენტი და ასაკობრივების ჯგუფურ ეტაპებზე
ერთმანეთის მიყოლებით თამაშისასაც.ყველა კომენტარს ნუ მიბლოკავთ
ბაჩი
15 აგვისტო 2019 12:51
17
კაზინოში ღამის თევას ჯობია ივარჯიშოთ,,ვიცი ვინც ათევს და აღამებს
ზურაბი
15 აგვისტო 2019 12:41
0

სიახლეები პოპულარული