კონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს ექსკლუზიური კადრები ტელეკომპანია "მაესტრომ" გაავრცელა - "არარატ არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში დამარცხების (0:2) შემდეგ სტადიონის გასასვლელთან უკმაყოფილო გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი მოხდა.

"საბურთალო" ერევანში მოგებული შეხვედრის (2:1) შემდეგ მოულოდნელად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და ამან ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
იმისთვის იხარჯება 250 მილიონზე მეტი ქართულ ფეხბურთში ერთი საფეხურით წინ რომ გასულიყო შესარჩევ ციკლში ზოგიერთი ჩვენი გუნდი? თან შემდეგ ჩაესვარათ!!!! სამარცხვინოდ!!!!!!!!!!!! ყველაზე ძლიერ მიყვარს სპორტის სახეობებში ფეხბურთი მაგარმ ამათ ყურებას სვარკას უყუროს კაცმა ჯობია!!! 3 თუ 4 ლეგიონერი ყავს გუნდს და იქედან 2 რომ ათამაშებ რა ჯანდაბად იმატებ უმაქნისები თუ არიან?!!!!! მარტო ქართველი ფეხბურთელები არ ვარგა 70/30 მაინც უნდა დაკომპლექტეს ყველაზე მინიმუმ გუნდები. ოღონდ ისეთი ლეგიონერები კიარუნდა აიყვანო მარტო ხელფასის ასაღებად რომ გეყოლება!!!!! არა რა ეს თანხა ისე გაქრება 250 ვგულისხმობ უშედეგოდ როგორც თოვლი! ჯობია რაგბს, კალათბურთს, წყალბურთს ბოლოსდაბოლოს ბალეტს(რაც მაგრად არ მევასება,ბალეტი)მიახარჯოს სახელმწიფომ ვიდრე ფეხბურთს!!! ფულს შეჭამენ და რეზულტატი 00000000000000
ვალერი
15 აგვისტო 2019 19:05
1
გაკეთდნენ ტოტალიზატორები.
ტოტო
15 აგვისტო 2019 17:52
1
ქართულ ფეხბურთს რომ უყურებ უნდა იცოდე, რომ 90% წააგებენ. ნერვები არ უნდა მოიშალო... და ჯობია ჩვენების ფეხბურთს საერთოდ არ უყურო! მიდით და ჯანმრთელობისთვის თქვენ თავად ითამაშეთ მეგობრებთან. ამათი ყურება რა საჭიროა!
Tbilisi
15 აგვისტო 2019 11:26
1
წააგეს , რაც კი ბატონო ცუდია მაგრამ ეს ჩხუბი და ფეხბუეთელების გინება რა საჭიროა.
გიორგი
15 აგვისტო 2019 10:03
73
დაიმსახურეს ალბათ გინება. ტოტალიზატორის ინტერესებია თურმე მთავარი და არა შენი ქვეყნის ღირსება. როგორ ყველა იყიდება. ფუუ...
g55
15 აგვისტო 2019 11:53
2
თუ ესე არ გააკეთე ხვალ უარესს იზავენ. ესენი ყველაფრის ღირსები არიან ჩემო ძმაო. დინამო რო დინამო იყო ევროპას აზანზარებდა მაშინ, ერთ თამაშს რო წააგებდნენ თვითონ ფეხბურთელებს აქვთ მონაყოლი, ჩივაძეს, სულაქველიძეს და სხვებსაც, 3 დღე სირცხვილით გარეთ ვერ გამოვდიოდითო.
ამათ კიდე თავმოყვარეობა და სინდისი არა აქვთ.... ნებისმიერი თავმოყვარე გუნდი ევროპის დაბალი ლიგებიდან, ასე უთავმოყვარეოდ არ წააბედა მაგ გუნთან დარწმუნებული ვარ....
gg
15 აგვისტო 2019 11:41
2
ყველა გამოხმაურება
ესეთი სამარცხვინო თამაშის შემდეგ, ყველა ფეხბურთელს გულშემატკივრისთვის ბოდიში უნდა მოეხადა და მადლობა გადაეხადა!! გამწარდა ხალხი, იქიდან კი ვიღაც ვიღაცეები ეჭიმებოდა გულშამატკივარს, არადა ხმა ამოსაღები არ ქონდათ. გუშინდელი დღე ქართული ფეხბურთის სირცხვილის თარიღია!!!
zaza
15 აგვისტო 2019 09:37
3
ეს საბურთალოს წარმომადგენელი ყრმაწვილი არის, ამჟამად სფფს ვიცე პრეზიდენტის (საბურთაოს ერთერთი დამაარსებელის) კახა ჭუმბურიძის ძმის შვილი. ეს ბავშვი იმდენადაა გათავხედებული ასე ყველას ეუზრდელება, მათ შორის ფეხბურთელებსაც, გახსოვთ ვიდეო როდესაც დინო ჰამზიჩს ხელითაც კი ეხება! ეს შაიკა, ვიცე პრეზიდენტ ჭუმბურიძის კრიშით, სპორტის ყოფილი მინისტრის, (აუდის წარმომადგენლის საქართველოში და ტენდერების ჩაწყობით მომგები) ხეჩიკაშვილის და გუნდის დირექტოის ნარკომანი კახა კაშიას თამადობით არ არიან ფეხბურთის განვითარებით დაინტერესებული, მათ უნდათ მხოლოდ ფული და გავლენა, თორე ამათ რაც ახლა შანსი ქონდათ, მინიმუმ გუნდს გააძლიერებდნენ ასეთი კენჭისყრის წინ და ჯგუფში შევიდოდნენ, მაგრამ ამათ ფული იშოვეს ეგრევე!
dato
15 აგვისტო 2019 09:11
2
გაამწარეს ხალხი თავისი უჯიგრო თამაშით.
სამწუხაროა
15 აგვისტო 2019 06:32
2

სიახლეები პოპულარული