მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

AutoSharing Option
უეფას მედიაოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ "ფეისბუქზე" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

გთავაზობთ კვარაცხლიას პოსტს უცვლელად:

"ეს კაცი ჩემი ძმაკაცი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც უამრავი დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო გუშინ იმ ხალხისგან, ვისაც ფეხბურთი მარტო ნაკრებებისა და ევროთასების დროს ახსენდება... 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა:
1) ფკ საბურთალო 2003 წელს დაიშლებოდა...
2) სამედიცინოს სტადიონზე (ბენდელა) კორპუსები იდგებოდა...
3) გლდანის ოლიმპიურ ცენტრში ორი დიდი და ერთი პატარა სტადიონის ნაცვლად საკორპუსეთი გაჩნდებოდა...
4) ტარიელი თავისი ბიზნესიდან უხდის ხელფასს 50-მდე მწვრთნელს, ექიმს, აგრონომს, მასაჟისტს, დაცვის მუშაკს, კლუბის პერსონალს...
5) სწორედ ტარიელის დამსახურებით 800 ბავშვი დადის საბურთალოსა და გლდანში ფეხბურთზე და ქუჩაში არ დაყიალობს...
6) რა თქმა უნდა, წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მაგრამ გუშინ სტადიონზე მსხდომო 12 000 მაყურებელო, როგორ გვაჯობა ქომაგობაში 50-მა სომეხმა ფანმა??????????????
7) 2003 წლიდან 45 დიდი (!!) მოედანი რომ გასხვისდა და გაიყიდა თბილისში, მაშინ სად იყავით? იცით, რომ ამის გამო თბილისში 10 000 ბავშვით შემცირდა ფეხბურთელთა რაოდენობა და 10 000 ნარკომანი მოემატა ქალაქს?
... ამიტომ ჯერ პირი გამოირეცხეთ და თქვენი ჯიბიდან ამოღებული ერთი ლარი მანახეთ ფეხბურთში ჩადებული!!!"

Sportall.Ge

"საბურთალო" 14 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიშით 0:2 დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა. არადა, ქართულმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო.

altდროა, ფედერაცია საქმეში ჩაერთოს - "ჩიტო გვრიტო", ანუ "საბურთალოს" მარცხი ქართულად!

altმსაჯს ბოთლი ესროლეს და... - ინციდენტი "საბურთალოს" მატჩზე [VIDEO]

altკონფლიქტი გულშემატკივრებსა და "საბურთალოს" წარმომადგენლებს შორის [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 48 /
ეს ჰმორი გააჰუმეტ რა ტპუ ჰენი
LEKSO KUTAISI
16 აგვისტო 2019 20:03
0
უცოდინარ და ამავდროულად უტიფარ კვარაცხელიას მინდა შევახსენო როდესაც გულშემატკივარს ეკითხება თქვენ რამდენი კაპიკი ჩადეთო, ის თანხა რაც ბიუჯეტიდან ფეხბურთის ფედერაციაში მიდის სწორედაც თითოეული გულშემატკივრის თანხაა (სახელმწიფოს სხვა თავისი ფული არ გააჩნია გარდა მოქალაქეების დაბეგრილი თანხებისა) ასე რომ დიახაც ჩაგვიდია კაპიკიც და მეტიც და უფლება გვაქვს მოვითხოვოთ შედეგი და პასუხი ხაჩიკასგან იმ შემთხვევაშიც კი თუ კეთილსინდისიერად დამარცხდება, აღარაფერს ვამბობ მის მიერ ასე აშკარად გაყიდულ თამაშზე. და შენ კი კვარაცხელია შენს მიქარვებზე გაეცი ჯერ პასუხი სანამ ხაჩიკას დაცვას გადაწყვეტ.
ირაკლი
16 აგვისტო 2019 17:54
0
აქ ვინც აკომენტარებს და ტარიელს ლანძღავს 90 პროცენტი ტროლები და პიწავარდნილი ნაცები არიან კუპონიჩის თამადობით. ნამდვილი გულშემატკივრები ვინც არიან და ვისაც მართლა შესტკივა გული კარგად ეტყობა კომენტარებს.
წარმატებები ბიჭებო!!!!!
16 აგვისტო 2019 12:50
18
თუ ფულზე იყიდებოდა ეს კვარაცხელია არ მეგონა,,კიდევ ერთი კაცუნა
იკა
16 აგვისტო 2019 11:37
2
ეჰ მამუკა მამუკა, სათითაოდ ყველა გულდაწყვეტილმა გულშემატკივარმა უნდა გაგცეს შესაბამისი პასუხი ღირსი ხარ... შენ სად იყავი ეგ ამბები რო ხდებოდა, გულშემატკივრის ვალდებულება ვიცი მე უგულშემატკივროს გუნდს რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს რო შენც სიამოვნება მიიღო, აი შენ რომელიც ჩართული იყავი საფეხბურთო თემებში რა გააკეთე ?... და კიდე მაგ გუნდმა დინამო ზაგრებთან უშანსოდ წააგო მაგრამ კაციშვილს ზედმეტი არ უთქვამს იმიტო რო ყველას გათვიცნობიერებული აქვს რო ის გუნდი გაცილებით კარგი გუნდია თუნდაც თავისი გამოცდილებით... ასე რო ეგ მყრალი პირი გამოირეცხე და გადახედე ამ ხალხის რამდენი თანხაა ჩადებული წლების მანძილზე ქართულ ფეხბურთში და ვინ ჭამდა
დაჩი
16 აგვისტო 2019 09:28
1
ეხ მამუკააა ტელეკომპანია "ევრიკას" ეთერიდან რომ აკრიტიკებდი ფედერაციას ეგ დაგავიწყდა ხოოო ეხლა მანდ ხარ და საუცხოოდაა საქმე აწყობილი ხოოო? ხმას რომ არ იღებ და ხარ მანდ მოკალათებულიიი .... ასეა ასეეეე კი იტყვი არაო მაგრამ ფაქტიაააა :))))))))
გუჯა
15 აგვისტო 2019 23:50
4
ეხ ჩემო მამუკა,ღმერთმა კარგად ამყოფოს შვილები, ერთნი ვართ, მაგრამ მაგას ამ ყველაფერთან ნუ აიგივებ, თუ ბრძოლობს, წინასწარ წაგებულ სამარცხვინო ბრძოლაში აწი აღარ გამოგყვებით, იძახე მერე ფეოლა და მარიო ზაგალოსთან გვაქვს საქმეო, დაამთავრეთ მაგ საქციელით ყველაფერი და ნუღარ გვედიდგულებით,ღირსებას ნუ დაკარგავთ, მაგრამ გაქვთ კი????
ზაზა
15 აგვისტო 2019 23:19
3
სტადიონები რომ გასხვისდა გულშემატკივრებმა გაასხვისეს? რას ქვია სად ვიყავით? არცერთ კლუბს სერიოზული პერსპექტივა არ აქვს რადგან ფეხბურთს როგორც ბიზნესს ისე უყურებთ და საიდან რა თანხა გამოიმუშაოთ და მერე შთანთქათ ისაა თქვენი საფიქრალი. ისე ვისაც გავლენიანი ,,ძმაკაცები'' არ ყავს მათმა ნიჭიერმა შვილებმა რა ქნან თორემ თქვენ რა გიჭირთ?
David
15 აგვისტო 2019 23:01
3
ფეხბურთი ბიზნესია მთელ მსოფლიოში და უნდა იყოს საქართველოშიც, უბრალოდ ყველა ბიზნესი განვითარებაზეა ორიენტირებული და საქმეც ისაა, რომ ეს განვითარება არ ჩანს ქართულ ფეხბურთში უკვე რამდენი წელია.
Gueta
15 აგვისტო 2019 23:54
1
ჩემი კომენტარი რატომღაც არ გამოქვეყნდა და ახლა მოკლედ დავწერ: კვარაცხელია სხვაგან ბანაობს და ძმაკაცის "სიწმინდეს" წარმოაჩენს მართლმადიდებლობით, მეცენატობით და მრავალშვილიანობით. ეს ყველაფერი კი არაფერ შუაშია გიშინდელ გაფარჩაკებასთან და გადაჭარბებულიც (მეცენატობა რომ არის ბისი საფეხბურთო ბიზნესში ყოფნა). და კიდევ ჩემს ჩადებულ ლარს რომ კითხულობ ფეხბურთში, მე გულშემატკივარი ვარ და თამაშის საყურებლად მინდა ფულის გადახდა - აი ეგ არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ფეხბურთში და მაგაზე დგას მთელი საფეხბურთო ინდუსტრია და ამ ჭაობის გამო რასაც ქართული ფეხბურთი ქვია ვერ ვახერხებ. ასე რომ მოეშვი ხეჩიკაშვილის საფეხბურთო ბიზნესის კრახის (მსუბუქად რომ ვთქვათ) გაპრავებას შეუსაბამო არგუმენტებით.
???
15 აგვისტო 2019 22:47
5
7 შვილი თუ ჰყავს და ეკლესიაში დადის, ჰქონია აბა ინდულიგენცია, აკეთოს ფული, პაწა ეკლესიას და ღირსეული კაცი ყოფილა. მაგისთანა "ღირსეულებმა" უტირეს დედა ქართულ ფეხბურთსაც და სხვა სფეროებსაც, აბა გადამთიელი არავინ ჩამოსულა. კიდევ ერთმა ღირსეულმა და კარგი ოჯახისშვილმა ისე ააშენა ქართული ფეხბურთი, ჰოლანდიაში 2 კლუბი დაითრია და ჰოლანდიურ ფეხბურთს აშენებს. მიდით ღირსეულებო, კიდევ ბევრია სახრავი, ალალი ყოფილა თქვენზე
გიორგი
15 აგვისტო 2019 22:43
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული