ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა - უეფას მივმართავ, შეისწავლოს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "საბურთალოს" "არარატ არმენიასთან" საშინაო მარცხმა (0:2) გულშემტკივრების უმაყოფილება და აგრესია გამოიწვია.

ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედზე" (გადაცემაში "სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად") ისაუბრა.

"ყველა გულშემატკივარს იმედის გაცრუებისთვის მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებია. თუმცა, დღევანდელი დღე კიდევ უარესი იყო, როდესაც ვნახე კომენტარები.

ასეთი ჩაქოლვა გუნდის ვერ წარმომედგინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშინელი შედეგი იყო. ნამდვილად არ ჰქონდა გუნდს უფლება, ეს ნდობა არ გაემართლებინა, შოკში ვართ. კიდევ უფრო
შოკირებულნი ვართ იმის გამო, რომ კლუბის წესიერებაზე ათასი მითქმა-მოთქმაა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, მივიღებ. წარმოჩინდა ის სირთულეები, რაც არის ქართულ ფეხბურთში და კერძოდ, ჩვენს კლუბში. აუცილებელია, სწორი დასკვნები გაკეთდეს, რათა შემდგომში ეს არ განმეორდეს.

ის ადამიანები, რომლებიც თამაშის გარიგებაში ბრალს მდებენ, ამას დასაშვებად მიიჩნევენ.

მინდა, მცირე ექსკურსი გავაკეთო. ჩვენ ამ კლუბში დანიშნულნი არ ვართ, აქ ფულის საკეთებლად არ მოვსულვართ. მეორე ათეული წელია ჩემს პარტნიორებთან ერთად ვანხორციელებ ინვესტიციებს. ეს კლუბი ნულიდან შევქმენით.

როგორც ვენახს აშენებს კაცი, ისე ავაშენეთ, საკუთარი შვილივით ვუვლიდით და როგორ წარმოგიდგენიათ, ის ერთგულება, ის სიყვარული, რომელიც დავინახეთ ჩვენი გულშემატკივრებისგან, ვინმე ამ კაპიტალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა?

ამად გვიღირდა ეს ლანძღვა-გინება? ერთ მხარეს არის შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ხალხის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა. პრაგმტულადაც რომ მივუდგეთ, აქეთ არის წახალისება უეფასგან, თან ამ ფეხბურთელების ფასი, რომლებიც შემდეგ ეტაპზე თავს წარმოაჩენდნენ, 20-ჯერ მეტი იქნებოდა და ეს ქართულ ფეხბურთსაც წაადგებოდა და ჩვენს კლუბსაც.

რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდოდა აზრად, თავისი 20 წლის შრომა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ერთ დღეში ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ვინ გარისკავდა?

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ხვალ ოფიციალურად მივმართავთ უეფას შესაბამის ორგანოებს, რათა დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინულ საიტზე გამოქვეყნდა, მისი წყარო მოიძიონ და თუ რამე საეჭვოა, ყველაფერზე გავცემ პასუხს. მათ აქვთ ამის კომპეტენცია, როგორ წესი, თვითონ სწავლობენ ასეთ საკითხებს. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

ყველაფერს მოველოდით, ამ შედეგის გარდა. ხვალ გვაქვს შეკრება და ყველა დონეზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ხალხს ამდენი ტკივილი მოვუტანეთ. მრცხვენია უბრალოდ, რომ თბილისში სამი თამაში გვქონდა და ვერ გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი.

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ზაგრების "დინამოსთან" წვიმიან მატჩში  ქომაგობას. ჩვენ გულშემატკივრებთან ვალში ვართ და საჭიროა, ყველამ სათანადო დასკვნა გამოვიტანოთ.

ცვლილებები, ალბათ, შეეხება ყველა დონეს. ისეთმა ხალხმა შეიძლება გლანძღოს, რომელთაც ფეხბურთთან საერთოდ შეხება არა აქვს და ზოგი ისეთ რამეში გდებს ბრალს, გული გაგისკდება. მეც უნდა გავაანალიზო, რა გზით წავალთ.

ამ თამაშმა ძალიან ბევრი პრობლემა გამოააშკარავა. ეროვნული ჩემპიონატის მოგება საკმარისი არ არის. შეიძლება ასეთი სირცხვილი ვჭამოთ. მე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ - ეს იყო სამარცხვინო შედეგი. ამ ვალის გადახდა გულშემატკივრებისთვის დიდხანს მოგვიწევს, რათა ისევ ის ნდობა და სიყვარული დავიმსახუროთ".

altუკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

altკატასტროფა - "საბურთალო" "არარატ არმენიასთან" 0:2 დამარცხდა და ევროპა ლიგიდან გავარდა! [VIDEO]

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მე არ ვარ ღირსი, ახლა საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელი ვიყო

altმამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

მკითხველის კომენტარები / 104 /
ეს ხეჩიკაშვილია თუ ხეჩოიანი ვერ გავიგე ორივეს წერენ აქ და ვერ ვხვდები
კიტე
25 აგვისტო 2019 22:49
0
საბურთალო კი არა მადრიდის რეალი თამაშობს ტოტალიზატორზე. არ მითხრათ არაო.! ისე კი, ავიდნენ რეალის და სხვა გრანდების დონეზე და მერე ვნახოთ. დინამოში ადრე ლეგიონერები არ გვყავდა მაგრამ გვყავდა დიდი გუნდი და არაუშავს რა, სხვები. წელიწადნახევრის წინ ფიფიამ ყველა წამყვანი გაყიდა და უკონკურენციოდ დარჩენილი საბურთალო გახდა ჩემპიონი. რასაც მიაღწია კი დავინახეთ. მიხედვა უნდა ქართულ ფეხბურთს, ფულის ჩადება და რაც მთავარია შემდეგ მიუკერძოებული მკაცრი კონტროლი. ადრე გამოვთქვი აზრი, რომ კარგი იქნება თბილისში, ამ საკმაოდ დიდ ქალაქში, საუბნო დონეებზე მოეწყოს საშუალო სტადიონები და თბილისური გუნდები, ასევე ლტოლვილები, გადანაწილდნენ უბნებზე. გულშემატკივარიც მეტი მივა, კონკურენცია და მოტივაციაც მეტი იქნება. გლდანიდან, ან ვაზისუბნიდან დინამოზე არავინ მივა ჩიხურასთან თამაშზე საღამოს 9 საათზე. დამისახელეთ საბურთალოს, ლოკომოტივის ან ვიტ ჯორჯიას გულშემატკივრები მათი მეგობრების ან ოჯახის წევრების გარდა. ხალხი მივა თავისი უბნის გუნდის თამაშზე! ასე იყო ბრიტანეთში და სხვაგანაც. ფეხბურთსაც და ზოგადად სპორტსაც მეტი მიხედვა სჭირდება. სპორტი თანამედროვეობაში არის მძლავრი მომგებიანი ინდუსტრია ხალხისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც.
mvx
17 აგვისტო 2019 12:51
1
სულ რომ რომელიმე ლიგა მოიგოთ ეს დღე მაინც დარჩება მუქ ლაქად გუნდის ისტორიაში..
Rezo
17 აგვისტო 2019 12:22
0
რას ვწერ ისეთს რომ 4 კომენტარი დამიბლოკეთ? თქვენ დასაწერსაც ვწერ მემგონი, ჟურნალისტებმა უნდა დაწეროთ მეტი, თუ არა და ვიფიქრებთ, უფრო სწორად ვიცით რომ დაკვეთით წერთ და აქ ტროლებსიც მომრავლდნენ. რატომ არ მყვებით იმ უკრაინულ საიტის აზრებს? მათ რაც დაინახეს, მეც დავინახე. ის რომ ქართუ და რუსულ ტოტალიზატორების საიტზე 1.85 იყო საბურთალოს მოგების კოეფიციენტი და შემდეგ გახდა 2.35 ეს საკმაოდ დიდი სხვაობაა. ისე ჰაერზე არ ხდება ასეთი ცვილებები კოეფიციენტებში. ეს თქვენც ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იცით. თუ მეხსიერებასაც დაძაბავთ იქნებ მოიგონოთ რომ ერავანშI ტაიმბოლი დაფიქსირდა რომლის კოეფიციენტი სხვა და სხვა ტოტალიზატორებში 35 დან 40 მდე მერყეობს ხოლმე. განმეორებით შეხვედრაშI გასვლაზე შემდეგ ეტაპზე 6.8 დან 8 მდე მერყეობდა. რატომ ჟUრნალისტებს უბალო კითხვა მაინც არ გებადებათ, რატომ მოხდა ასე ამდენ ტოტალიზატორებში ცვლილება და ასეთი დიდი კოეფიციენტების დაჯდომა? ვინ სულელს უნდა დაედო დიდი თანხა არარატ-არმენიაზე თბილსისი თამაშის წინ, თუ არ ექნებოდა გარანტია რომ თამაში ისე დამთავრდებოდა როგორც მათ უნდოდათ? ნუ ზღაპრაობთ, რომ გოლი გაეტანა მალის და კობახიძესო. მე გეტყვით თუ ვერ ხვებით, შემდეგ ისევ გაუშვებდა საბურთალო გოლს და შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ სომხები.ეს იყო "გაკეთებული" თამაში, ჯერ ჯერობით დაუმტკიცებელი ფაქტებით.
Geo_Dinamo
17 აგვისტო 2019 12:10
1
კარგი დაუშვათ მასეა შენ როგორც წერ.ბოლო წუთზე გოლი რომ ჩაეთვალა მსაჯს?
დავით
17 აგვისტო 2019 17:08
6
ბ ატონ ტარიელს ეგონა ორ დღეში მინელდებოდა ემოციები!!! მაგრამ ესეთი ერთსულოვნება ჯერ არ მინახავს. ვისთან არ წაგვიგია რა ანგარიშით არ წაგვიგია მაგრამ ესე მასიურად გაყიდულ თამაშზე არავის უსაუბრია!!! გახარია ახლა გაქ შანსი ოდნავი რეაბიტაციის!!
ბოკინიო
17 აგვისტო 2019 11:58
0
ტოტალიზატორის მფლობელებსა თუ ფეხბურთან დაკავშირებულ პირებს რა თქმა უნდა აშინებთ ადამიანების მიერ მათი სიბინძურის გამოაშკარავებისა.ისინი ყველაფერს ცდილობენ რომ ხალხის მიერ აქ მოწოდებული სიმართლე ჩაახშონ:-დიზლაიკებით,კომენტარის გამოქვეყნების შეფერხებით,თავინთი ხალხის მათ წინააღმდეგ დარაზმვით.მაგრამ ამით ხომ ვერაფერ კარგს ვერ შემატებენ თავიანთ ისედაც შელახულ რეპუტაციას.
გიოშა
17 აგვისტო 2019 11:06
1
როგორც ვატყობ აქ ბევრს არ აწყობს მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ საუბრის წარმართვა! რომელ წაგებაზე საუბრობთ თუ ძმა ხარ?გასაგები იქნებოდა რომ იყო
ადრე წლებში,სამართლიანი სპორტული დაპირისპირებისას რომ ხდებოდა ხოლმე. პირველ რიგში ყურადღება დასათმობია და აქცენტი გადასატანია ორივე თამაშის ერევანსა და თბილისში სიყალბესა და ფარსზე,რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამ,ყველა ჩვენთაგანს გვეღირსოს ფეხბურთის ყურება,არაკაცურად დადგმული სპექტაკლების გარეშე!!!
გიოშა
17 აგვისტო 2019 10:20
0
ყოველთვის ვიცავ ზომიერებას,ახლაც შევეცდები,ზუსტადაც,რომ ეჭვებს ბადებს,ჯერ ერთი არ არის აუცილებელი ფეხბურთელებმა იმაიმუნონ,არ ათამაშებ იმ სქემით როგორიც საჭიროა,შეცვლი თამაშის მიმდინარეობისას და ირბენენ ბიჭები უაზროდ არ დააყენებ ძირითადში ფეხბურთელს რომელსაც ყველა თამაშში გააქვს,ზუსტადაც დანიშნული ხარ მინისტრი ხომ იყავი ვხედავთ ყველა რა ხდება ქვეყანაში,ყველგან კორუფციაა,ნულიდან თუ შექმენი გუნდი ამიტომ უნდა ჩაგვაფურთხოდ სულში?,ვისთან წააგეთ ვერხვდებით?რომ არ შეგვძლებოდა კი ბატონო,მადლობა უნდა გადაგიხადოთ თუ რა გინდათ,ხალხო ამ ამბავში ფეხბურთელები არ არიან მტყუანები,რა სქმით თამაშობდნენ ხომ ყველამ ნახეთ,უნამუსოები არიან ხეჩიკაშვილები და სხვები,დედა ბიჭო როგორ აკადრეს ბატონს.
გოჩა
17 აგვისტო 2019 08:52
0
აი ზუსტად რომ ვერ წარმოგედგინა და საერთოდ წარმოდგენა რომ არ გაქვთ სპორტზე ფეხბურთზე ქართველზე და საქართველოზდ ამაზე ვწერთ და ეს გვტკივა. ისიც არ გეცოდინებოდათ სომხეთის გუნდი რატომ იყო პრინციპული მეტიქე და ის ხომ საერთოდ არ გეცოდინებოდათ რომელ თარიღზე წაასხით ასე სამარცზვინოთ და უგულოდ. მაგაშია საქმე საერთოდ რომ არ ხართ ამ ქვეყანაზედ
სირცხვილია
16 აგვისტო 2019 23:06
2
ტენდერ ხეჩიკაშვილი !!!
Iberia
16 აგვისტო 2019 22:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული